Home » საზოგადოება » ზაჰესის ხიდი ახალი წლისთვის გაიხსნება
ზაჰესის ხიდი ახალი წლისთვის გაიხსნება

ზაჰესის ხიდი ახალი წლისთვის გაიხსნება

ზაჰესის ახალ ხიდზე, ვფიქრობ, ახალ წელს ავტომობილები შეძლებენ გავლას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც გივი კუბლაშვილმა აღნიშნა, ზაჰესი-თბილისის დამაკავშირებელი ძველი ხიდის ნაცვლად გადაწყდა, რომ ახალი ხიდი აშენებულიყო, რამაც სამუშაოების დროში გახანგრძლივება გამოიწვია.

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ზაჰესი-თბილისის დამაკავშირებელ ძველ ხიდზე სხვადასხვა კომპანიების საკუთრებაში არსებული მილსადენები იყო, რის გამოც საავტომობილო გზის დაგება მიზანშეუწონელია.

”მას შემდეგ რაც ჩვენ ზაჰესის ხიდზე მოვხსენით საფარი და ვნახეთ ხიდზე არსებული მდგომარეობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაცვლად ძველი ხიდის აღდგენისა, აგვეშენებინა ახალი ხიდი და ჩვენ ამ კუთხით წავედით.

ვინაიდან ძველი ხიდი დატვირთულია სხვადასხვა კომუნიკაციებით და რამდენიმე კომპანიის საკუთრებაში არსებული მილსადენი გადის, ხიდის მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ ავტომობილების გატარება მიზანშეუწონელი იქნებოდა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი ხიდის მშენებლობის. რამაც ბუნებრივია, დამატებითი რესურსები და დრო მოითხოვა. ამდენად, ვფიქრობ, რომ დროში ცოტა გაიწელა, თუმცა კეთდება კარგი საქმე და შენდება ახალი ხიდი”,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ზაჰესი-თბილისის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროცესში იყო მშენებელი კომპანიის პრობლემაც, რის გამოც მოხდა მისი შეცვლა.

Share