Home » საზოგადოება » ყველაზე საშიში ქუჩები თბილისში – რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 2018 წელს
ყველაზე საშიში ქუჩები თბილისში – რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 2018 წელს

ყველაზე საშიში ქუჩები თბილისში – რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 2018 წელს

2 590 ავტოსაგზაო შემთხვევა, 74 დაღუპული და 3 207 დაშავებული – ასეთია  შსს-ს სტატისტიკა, რომელშიც 2018 წლის 10 თვის მონაცემებია ასახული.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბრამდე თბილისში ყველაზე მეტი – 112 ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, რამაც 6 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილს აღმაშენებლის ხეივანი იკავებს, სადაც 80 ავარიის შედეგად, 4 პირი დაიღუპა, მესამე ადგილზე კი 78 შემთხვევით მტკვრის მარცხენა სანაპიროა, სადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს თბილიში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 87 ადამიანი დაიღუპა.

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

Share