Home » მსოფლიო » ყველაზე კურიოზული ეკონომიკური პრობლემები მსოფლიოში
ყველაზე კურიოზული ეკონომიკური პრობლემები მსოფლიოში

ყველაზე კურიოზული ეკონომიკური პრობლემები მსოფლიოში

სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო ეკონომიკა 2008 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა, საბერძნეთი სრული ფინანსური კრახის ზღვარზე იმყოფებოდა და მას ლამის უამრავი ევროპული ქვეყანა მიჰყვა. ბრაზილიაში სახელისუფლებო კორუფციის გამო მასობრივი პროტესტი მიმდინარეობდა. ყველა ეს პრობლემა გასაგებია, მაგრამ არსებობს მეტად უჩვეულო და კურიოზული პრობლემები, რომლებსაც ხანდახან შეუძლიათ მთელი ქვეყანა მოიცვან.

ნორვეგიული “კარაქის კრიზისი”

ნორვეგიული 2011 წლის “კარაქის კრიზისი” მიწოდების შემცირებისა და მოთხოვნის ზრდის ძალზედ წარუმატებელ შეხამებას წარმოადგენს. კარაქზე მოთხოვნის ზრდა ზაფხულში დაიწყო, ოქტომბერში უკვე 20%-ით გაიზარდა, მომდევნო თვეში კი – 30%-ით. ამ ტემპებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, შობის მოახლოების პერიოდში, ერთი შეკვრა კარაქის ფასმა 300 კრონს (50$) მიაღწია. მათ, ვისაც კარაქი ჰქონდა, ისარგებლეს ამ უპირატესობით. ხალხი კარაქს ინტერნეტ-აუქციონით ჰყიდდა, საწყისი ფასი კი 450 გრ კარაქზე 100$ იყო. საზღვარგარეთ, შვედეთის სუპერმარკეტებში შენიშნეს, რომ კარაქის გაყიდვა 2000%-ით გაიზარდა, და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მაღაზიას ნორვეგიელები სტუმრობდნენ. შემდეგ დაიჭირეს შვედები, რომლებიც ცდილობდნენ კონტრაბანდული გზით ნორვეგიაში 250 კგ კარაქის შეტანას. გარდა ამისა, ნორვეგიელი მაღაზიის გამყიდველები ზარალის კომპენსაციის სახით 7 მილიონ დოლარს ითხოვდნენ.

პანიკა ტუალეტის ქაღალდის გამო

1973 წლის დეკემბერში ჯონი კარსონმა შეაშინა ამერიკელები, როდესაც ქვეყანაში ტუალეტის ქაღალდის უკმარისობა ახსენა, რის შემდეგაც უამრავი მომხმარებელი მაღაზიებისკენ გაეშურა, მაღაზიებმა კი შემთხვევით ისარგებლეს და სასწრაფოდ ტუალეტის ქაღალდის ფასს მოუმატეს. საბედნიეროდ, კრიზისი მეორე დღესვე ჩაცხრა, როდესაც კარსონმა განაცხადა, რომ იხუმრა. თუმცა, ეს 1973 წელს ტუალეტის ქაღალდთან დაკავშირებული ერთადერთი პრობლემა არ გახლდათ.

წყნარი ოკეანის მეორე მხარეს იაპონიის ხელისუფლება არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ომით შეშფოთდა, რადგან იაპონია ახლოაღმოსავლურ ნავთობზე ძალზედ დამოკიდებული იყო. 31 დეკემბერს ერთ-ერთმა მინისტრმა სატელევიზიო გამოსვლისას მიმართა იაპონელებს, რომ ტუალეტის ქაღალდი ეკონომიურად მოეხმარათ. ეს, ალბათ ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც მას ცხოვრებაში გაუკეთებია. მომდევნო დღეს ასობით ადამიანი ოსაკას სუპერმარკეტთან რიგში ჩამწკრივდა და დაიტაცა ტუალეტის ქაღალდი. როდესაც ეს კადრები ტელევიზიით აჩვენეს, ოსაკას მაგალითს იაპონიის სხვა ქალაქებმა მიჰბაძა.

სხვა ჩინოვნიკმა 2 ნოემბერს ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ეცადა დაერწმუნებინა, რომ ქვეყანაში ტუალეტის ქაღალდის მარაგი დიდია. თუმცა ამას შედეგი არ გამოუღია. ხალხი მაღაზიებში ტუალეტის ქაღალდს აცამტვერებდა. კრიზისის დასრულებისას იაპონელების უმეტესობას ტუალეტის ქაღალდის წლების მარაგი დაუგროვდა.

პარანოია მიანმარში ნაღდი ფულის გამო

მიანმარი გახლავთ სახელმწიფო, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას საჭიროებს, სადაც თითქმის არავინ ენდობა ბანკებს, განსაკუთრებით კი ბანკომატებს. ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში ბანკომატები 2013 წლამდე არ არსებობდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მიანმარში სამხედრო დიქტატურისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გამო, კომპანიებს Visa და Mastercard ქვეყანაში ფილიალების გახსნა ეკრძალებოდათ. ბანკები საშინლად კორუმპირებული იყო, ხალხს ხშირად ბანკის თანამშრომლების მოსყიდვა უწევდათ, რათა საკუთარი ფული გამოეტანათ.
შედეგად, მოსახლეობის მხოლოდ 10%-ზე ნაკლებს აქვს საბანკო ანგარიში.ხალხს ბანკში ფული არ შეაქვს. მაგრამ პრობლემა გაცილებით ღრმაა. საქმე ის არის, რომ მიანმარის მცხოვრებლებისთვის მისაღებია მხოლოდ იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ნაღდი ფული. კუპიურას ნებისმიერი დაზიანებით – ნაკეცით, უმნიშვნელო ლაქით – ხალხი უბრალოდ აიგნორებს. ამჟამად ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიისკენ წარმართვას ცდილობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხმა ბოლოს და ბოლოს საბანკო სისტემის გამოყენება დაიწყოს. გარკვეული პროგრესი შეინიშნება, მაგრამ შესამჩნევ შედეგამდე ჯერ კიდევ შორია.

ჰიპერინფლაცია უნგრეთში

ინფლაცია უამრავი ქვეყნისთვის ჩვეულებრივ პრობლემას წარმოადგენს. ჰიპერინფლაცია კი გაცილებით იშვიათად გვხვდება. გასული საუკუნის 20-იან წლებში გერმანიაში ინფლაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 32,400% შეადგინა 1 თვის განმავლობაში. ჰიპერინფლაცია, რომელიც უნგრეთში 1946 წელს მოხდა, გახლდათ წარმოუდგენელი რამ, რადგან იგი “ვეიმარის ინფლაციაზე” ტრილიონჯერ მასშტაბური იყო.

ყველაფერი 1945 წელს დაიწყო, პიკი კი 1946 წლისთვის შეინიშნა, როდესაც ფასები ყოველ 15,6 საათში ორმაგდებოდა. 1946 წლის იანვარში ხელისუფლებამ უნგრული პენგო სხვა ვალუტაზე – ადოპენგოზე შეცვალა, რომელიც რამდენიმე ტრილიონი პენგო ღირდა. ორიგინალური პენგოც მიმოქცევაში დარჩა და მისი ფასი ეცემოდა მანამ, სანამ ას მილიონამდე პენგოთიც კი ვერაფერს შეიძენდი.

სრულიად უსარგებლო საბანკო ანგარიშების რაოდენობა იზრდებოდა. კრიზისის დასრულების მომენტში, ეროვნული ვალუტის თითოეული ერთეული, რომელიც მიმოქცევაში იყო, 1 ამერიკულ ცენტზე ნაკლები ღირდა.

1946 წლის 1 აგვისტოს უნგრეთის ხელისუფლებამ მიმოქცევაში ფორინტი შემოიღო, რომელიც 400 000 000 000 000 000 000 000 000 000 პენქოს ექვივალენტი გახლდათ.

ახალი ეროვნული ვალუტა უზრუნველყოფილი იყო ოქროთი და უცხოური ფულით, და ის საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენს დრომდე მოეღწია.

შვეიცარიის მეტისმეტად კარგი ეკონომიკა

2008 წლის ფინანსური კრიზისის დაწყებისთანავე თითოეულ ქვეყანას საკუთარი ეკონომიკის დემონებთან მოუწია შერკინებამ. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც კრიზისს ძალიან კარგად უმკლავდებოდა, გახლდათ შვეიცარია. როდესაც შვეიცარიის გარშემო ევროზონა “იქცეოდა”, ქვეყანაში კვლავ უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი და ექსპორტის შესანიშნავი დონე შეინიშნებოდა.

წყარო: Allnews.ge

Share