Home » მსოფლიო » ყველაზე გავლენიანი ადამიანები ფინანსების სფეროში
ყველაზე გავლენიანი ადამიანები ფინანსების სფეროში

ყველაზე გავლენიანი ადამიანები ფინანსების სფეროში

ფინანსების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგს „ბიზნეს ინსაიდერი“ აქვეყნებს. მათი დიდი ნაწილი ბანკების აღმასრულებელი დირექტორები, მაგნატები და საინვესტიციო ფონდების მენეჯერები არიან. რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომელმაც პირველი აქციები 11 წლის ასაკში შეიძინა. ახლა იგი 85 წლისაა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია ფინანსების სფეროში როგორც აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოში.

მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი. მას ხშირად აშშ-ის ეკონომიკის მცველს უწოდებენ. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქვეყანაში სამუშაო ადგილები მნიშვნელოვნად გაიზარდა, უმუშევრობის დონე კი შემცირდა. ხუთეულში შევიდა ასევე ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ამერიკელი ბიზნესმენი, აბიგაილ ჯონსონი და ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის ხელმძღვანელი, ლარი ფინკი.

ფინანსების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მარიო დრაგიმ. ანალიტიკოსების თქმით, დრაგიმ ევროზონის რეცესიიდან გამოყვანა შეძლო. იგი „იტალიის ბანკის“ ყოფილი მმართველია. რაც შეეხება კიდევ ერთი ფინანსური ინსტიტუტის – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტინ ლაგარდს, მან მეცხრე ადგილი დაიკავა. იგი პირველი ქალია, რომელიც ამ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს 2011 წლიდან.

რეიტინგში მერვე ადგილზეა ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგი, რომელმაც სხვადასხვა სახის ბიზნესით 42 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონების დაგროვება შეძლო. ფინანსების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდა ამერიკელი ფილანთროპი და ინვესტორი ჯორჯ სოროსიც. მან მე-16 ადგილი დაიკავა.

bpn.ge

Share