Home » საზოგადოება » ყველაფერი “ომეგასა” და ზაზა ოქუაშვილის შესახებ
ყველაფერი "ომეგასა" და ზაზა ოქუაშვილის შესახებ

ყველაფერი “ომეგასა” და ზაზა ოქუაშვილის შესახებ

lid.ge აქვეყნებს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილის ვრცელ სტატიას სათაურით ყველაფერი ზაზა ოქუაშვილისა და „ომეგას“ შესახებ“: 

ჩვენ, ყველას გვახსოვს თუ რაოდენ დარეკეტებული გახლდათ ზაზა ოქუაშვილი წინა ხელისუფლების მხრიდან დაისიც გვახსოვს, როგორ შეწყდა მის წინააღმდეგ დევნა და როგორ ჩამოვიდა იგი საქართველოში. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ზაზა ოქუაშვილი ჩამოვიდა საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, ჩვენ მოგვევლინა ბიძინა ივანიშვილი პრემიერად, რომელმაც გადადგა უდიდესინაბიჯი, იგი შეხვდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს დატერორებულ ბიზნესმენებს და მათ დახმარება გაუწია. დახმარებია, როგორც სამართლებრივი, ასევე ეკონომიური თვალსაზრისით, რადგან ბატონმა ბიძინამ უამრავ კომპანიას მისცა თანხა თავისივე თანაინვესტირების ფონდიდან და მათ გააგრძელეს მუშაობა. ამით გადაარჩინა ათასობით ადამიანი სამსახურის დაკარგვას.

ზაზა ოქუაშვილი და ბიძინა ივანიშვილი 

ვინაიდან, ზაზა ოქუაშვილი იყო დაზარალებული მედიის კუთხით და პოლიტიკის კუთხით, ბატონი ბიძინა გულითმიუდგა ამ საკითხს და მათ მოახერხეს გულახდილი საუბარი ადრინდელ შეცდომებზე და ზაზას ირგვლივ შექმნილპრობლემებზე. ზაზა გულწრფელ საუბრებში იძახდა, რომ მას, როგორც ბიზნესმენს, არ უნდა ჩაეყო ცხვირი პოლიტიკაში და მას არუნდა ჰქონოდა მედია, ვინაიდან ეს ორი რამ გახდა მისი დევნის საფუძველი. ბატონ ბიძინასთან პირობა დადო, რომშეეშვებოდა მსგავსი შეცდომების განმეორებას და იგი ითხოვდა მხარდაჭერას ბიზნესის წარმოებაში. ბატონმა ბიძინამ პირობა მისცა, რომ იგი იქნებოდა თავისუფალი და მას თუ რაიმე პრობლემა შეექმნებოდა, მზად იყო, ნებისმიერ დროს მოესმინა ზაზასთვის და გაეწია დახმარება.

ზაზა ოქუაშვილის მზაკვრული ჩანაფიქრი 

როდესაც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდნენ მეგობრობაზე, “ომეგაში” შევიდა საგადასახადო, აღიწერა კომპანიის წარმოება, ნაშთი და საბუღალტრო მონაცემები, გასწორდა ყველაფერი (რაღაც-რაღაცები აპატია ფინანსთა სამინისტრომ და ხელი შეუწყო გაენულებინა ყველანაირი უზუსტობები). ჰოი, საოცრებავ, ამ დროს იწყებს ზაზა ოქუაშვილი თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელებას.

ოქუაშვილი და ყიფიანი 

ზაზა უკავშირდება სპორტის მინისტრს – ლევან ყიფიანს, მათ ძველი ნაცნობობა აკავშირებდათ. ზაზა ცდილობს მისი ნდობის მოპოვებას და როდესაც მან დაპატიჟა ყიფიანი თავის ერთ-ერთ კომპანიაში, მას დროებით სარგებლობაში გადასცა ავტომობილი “BMW 320”, რაც ერთგვარი მიზეზი იყო მინისტრთან კონტაქტში შესვლისა. ასევე, ზაზა ოქუაშვილმა დაპატიჟა მაშინდელი ფინანსთა მინისტრის  – ნოდარ ხადურის მეუღლე ერთ-ერთ პრეზენტაციაზე, სადაც მან ვიდეო-კამერებით ჩაწერა, რათა ნამდვილად დაეკავშირებინა ნოდარ ხადური მანქანების გამოძალვასთან. თუ ხადური იუარებდა ფაქტს, ზაზა დადებდა “მტკიცებულებას”, მაშინ შენს ცოლს რა უნდოდა ცენტრშიო.

ზაზა ოქუაშვილი და საჩუქრები 

ზაზა ასევე ასაჩუქრებდა ინგლისის ელჩს ავტომობილებით, მან ასევე აჩუქა ავტომობილი ტურიზმის დეპარტამენტს და აჭარის უზანაესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ ცოტნე ანანიძეს. ასევე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზაზა მინისტრთა კაბინეტის წევრებს სთხოვდა, რომ ამა თუ იმ თანხის ფარგლებში მათ წაეყვანათ ავტომობილები საჩუქრად.

ზაზა ოქუაშვილი და ხაფანგები 

მოგეხსენებათ, “ომეგას” ჰქონდა დავალიანება “ფილიპ მორისთან” 120 მილიონი. ეს კომპანია უწყვეტდა ხელშეკრულებას და ზუსტად აქედან დაიწყო შანტაჟის გეგმების მოფიქრება. მან გადაწყვიტა “ფილიპ მორისის”გადაგდება და თუ “ფილიპ მორისი” აღარ ითანამშრომლებდა “ომეგასთან”, “ომეგასგან” რჩებოდა მხოლოდ შენობა-ნაგებობები და მეტი არაფერი. ვინაიდან, ზაზას ჰქონდა ფულის ამოღების გეგმა დასახული, მან ჩადო მთლიანი ქონება “საქართველოს ბანკში”, რამაც შეადგინა 30 მილიონი დოლარი და ეს ფული ობშორულ კომპანიაში გადარიცხა – “nowall investments S.A (პანამა), რა დროსაც მოახდნა ფულის გადამალვა და “საქართველოს ბანკის” მოტყუება.

როდესაც “საქართველოს ბანკმა” გაიგო, რომ მთავარი ფუძე -“ფილიპ მორისი” “ომეგასთან” თანამშრომლობას წყვეტდა, მათთვის ძალზედ დამაზიანებელი აღმოჩნდა, 30 მილიონ დოლარში ვაშლიჯვრის მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები რჩებოდათ და მაშინვე მოხდა ოქუაშვილთან კომუნიკაცია, რაზეც ოქუაშვილმა განუცხადა, რომ მას მართალია სესხი ჰქონდა აღებული, მაგრამ არ შეეძლო ფულის უკან დაბრუნება და არც სესხის გადახდა. “საქართველოს ბანკმა” მიმართა სასამართლოს და მხოლოდ 4-წლიანი დავის შემდგომ მოახერხა პროცესის მოგება. ზაზა ოქუაშვილმა ჩანაწერში განგებ ახსენა “საქართველოს ბანკი”, თითქოს ბიძინა ივანიშვილს უთქვამს, ეგ ბანკი და კეზერაშვილიც ჯიბეში მიზისო. როდესაც ეს ბანკი დაიწყებს აღსრულებას, ანუ ვალის დაბრუნებას, ოქუაშვილი აყვირდება, არიქა, ბიძინამ თავისი ჯიბის ბანკი ამოქოქა და ქონებას მისი მეშვეობით მართმევსო. ეს უკვე შორს გამიზნული გეგმაა. სინამდვილეში ოქუაშვილმა  “ფილიპ მორისი” გადააგდო 120 მილიონში და “საქართველოს ბანკი” – 30 მილიონში. ეს ფული მიითვისა და შეატოვა ორივე კომპანიას გაკოტრებული ბიზნესი.

ზაზა ოქუაშვილი და 51-მილიონიანი დავალიანება 

როდესაც ზაზა ოქუაშვილი გახლდათ მთავრობის წევრებთან ნდობაში შესული, მან 3 თვით ადრე გაარკვია, რომ პირველი სექტემბრიდან სიგარეტის აქციზი ძვირდებოდა 50 თეთრით. მან მაშინვე წინასწარ გამოიტანა აქციზური მარკები ფინანსთა სამინისტროდან და 24-საათიან რეჟიმში ამუშავა ქარხნები. წინასწარ იაფად ნაყიდი აქციზური მარკებით დაამზადა დიდი რაოდენობით სიგარეტი, შემდგომ ძვირად გაყიდა, რამაც მას მოუტანა დიდძალი მოგება. ამ ეპიზოდში მან ასევე ხელოვნურად დააგროვა საგადასახადო ვალდებულებები და სამგზის თაღლითობაშიშემჩნეული ბიზნესმენი დაცვის მექანიზმების შექმნასაც შეუდგა.

ზაზა ოქუაშვილი და პოლიტიკა 

მოეგხსენებათ, ოქუაშვილის ცოლი ნატო ჩხეიძეა. მათ ჰყავთ ოჯახის მეგობარი – ყოფილი პარლამენტარი, მარინა მოლოდინი, რომლის მეშვეობითაც გადაწყვიტეს, ისევ დაკავშირებოდნენ პოლიტიკას. ზუსტად ამ თაღლითობის თავიდან ასარიდებლად გადაწყვიტეს პარლამენტის წევრობა, მიიღეს იმუნიტეტი, რათა თავიდან აერიდებინად ნებისმიერი სასჯელი. ზემოთ ხსენებული ყოფილი პარლამენტარის მეშვეობით დაუკავშირდნენ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს, სადაც მოხდა შეთანხმება მილიონი ლარის სანაცვლოდ -“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს ქალბატონი ნატო ჩხეიძე უნდა შეეყვანათ პარლამენტში.

ასევე გასაოცარი ის ფაქტი იყო, როდესაც აჭარის უზენაეს საბჭოს არჩვნებში ბარიერის გადალახვისას დავით თარხან-მოურავმა უარი თქვა წევრობაზე და მან ადგილი ზაზა ოქუაშვილს გადაულოცა (მიჰყიდა). ასევე, ამ დროს ემთხვევა “იბერიის” ხელახლა დაქოქვა და მედია მხარდაჭერა. რაში მდგომარეობს პოლიტიკა და მედია, კი მიხვდებით მკითხველები. თუ ხელისუფლება ზაზას მოსთხოვდა პასუხს, მას დაიცავდა მედია და პარლამენტის მანდატი. დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

lid.ge

Share