Home » მსოფლიო » ყველა დროის 10 უმდიდრესი ადამიანი
ყველა დროის 10 უმდიდრესი ადამიანი

ყველა დროის 10 უმდიდრესი ადამიანი

იოსებ სტალინი, ჩინგიზ–ყაენი, ოქტავიანე ავგუსტუსი, ჯონ როკფელერი სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებიც უდიდეს ქონებას ფლობდნენ

ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Time -მა, პლანეტის ყველა დროის უმდიდრესი ადამიანების სია შეადგინა. შედგენისას გაითვალისწინეს მათი ცხოვრების დრო და იმდროინდელი ეკონომიკური სისტემა.

1. მანსა მუსა
უმდიდრეს ადამიანად მალის მეფე მანსა მუსაა აღიარებული. ის 1280-1337 წლებში ცხოვრობდა და ძალიან დიდ სიმდიდრეს ფლობდა. ისტორიკოსების განცხადებით მუსას სამეფო ოქროს უდიდესი მწარმოებელი იყო, მეცნიერები ვერ ახერხებენ ამ ხელმწიფის ქონების ზუსტი რაოდენობის დადგენას. მაგრამ ფიქრობენ, რომ ერთხელ ამ ადამიანის დანახარჯებმა ეგვიპტეში ფინანსური კრიზისიც კი გამოიწვია.
ჩვენს დრომდე მუსას ერთმა გამოსახულებამ მოაღწია, რომელშიც მას ოქროს გვირგვინი ახურავს, ოქროს ტახტზე ზის და ხელში ოქროს სკიპტრა უჭირავს.

2. ოქტავიანე ავგუსტუსი
მეორე ადგილი რომის იმპერატორ ავგუსტუსს უკავია, რომელიც ძვ.წ. 14 წელს გარდაიცვალა. ეკონომისტების განცხადებით, მისი ქონება 4,6 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტი იყო.

3. შენ ცზუნი
ლიდერების სამეულს ჩინელი იმპერატორი შენ ცზუნი ამთავრებს. ის 1085 წელს გარდაიცვალა და სიცოცხლეში მართავდა იმპერიას რომელიც მთელი მსოფლიოს შიდა პროდუქტის 30 პროცენტს აწარმოებდა.

4. აქბარ I
მეოთხე ადგილი ინდოელმა იმპერატორმა აქბარ I-მა დაიკავა.

5. იოსებ სტალინი
მეხუთე ადგილი საბჭოთა კავშირის მეთაურმა იოსებ სტალინმა დაიკავა. ის მართავდა ქვეყანას, რომელიც მსოფლიო შიდა პროდუქტის 9,6 პროცენტს აწარმოებდა.

6. ენდრიუ კარნეგი
ყველა დროის უმდიდრესი ამერიკელი და კომპანია US Steel-ის მფლობელი ენდრიუ კარნეგი მხოლოდ მეექვს ეადგილს დასჯერდა. ექსპერტებმა მისი ქონება 372 მილიარდ დოლარად შეაფასეს.

7. ჯონ როკფელერი
კომპანია Standard Oil-ის დამაარსებელი ჯონ როკფელერი მეშვიდე ადგილზე გავიდა. მისი ქონება 341 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

8. ალენ ობურნი
მეერვე ადგილზე ბრეტანის რაინდი ალენ ობურნი აღმოჩნდა. ის 1093 წელს დაიღუპა. გარდაცვალებისას მისი ქონება 11 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. ეს თანხა დღევანდელი კურსით 194 მილიარდი დოლარია.

9. ბილ გეიტსი
ყველაზე ადვილი ამჟამინდელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ბილ გეიტსის ქონების შეფასებაა. კომპანია Microsoft-ის დამაარსებლის აქტივები Forbes-მა 78,9 მილიარდ დოლარად შეაფასა. მთელი სიმდიდრს მიუხედავად ამ სიაში გეიტსმა მეცხრე ადგილი დაიკავა.

10. ჩინგიზ-ყაენი
Time-ის ექსპერტების განცხადებით, ჩინგიზ-ყაენის ქონება მხოლოდ მეათე ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი. მის ქონებას ჟურნალი არ აკონკრეტებს, მხოლოდ ამბობს რომ ბევრ მიწებს ფლობდა.

bfm.ge

Share