Home » ბიზნესი » WIZZ AIR ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ რეკრუტირების კამპანიას იწყებს
WIZZ AIR ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ რეკრუტირების კამპანიას იწყებს

WIZZ AIR ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ რეკრუტირების კამპანიას იწყებს

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი დღეიდან კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ რეკრუტირების კამპანიას იწყებს.

13 წლის შემდეგ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ავია ბაზარზე წამყვანი პოზიციის დამკვიდრების შემდეგ, Wizz-ი მომავალ წელს 1,300 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ამის საშუალებას იძლევა 21 ახალი Airbus A320 და A321 თვითმფრინავი, რომელიც კომპანიის ქსელს 2018 წლის ბოლოსკენ შეუერთდება და 11 ახალი თვითმფრინავი, რომელიც უკვე 2017 წლიდან არის ხელმისაწვდომი. შედეგად, 2018 წელს WIZZ გუნდი 4,500-ზე მეტ კოლეგას გააერთიანებს. ავიაკომპანიის გაფართოებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები უფრო მასშტაბურ გეგმებსაც მოიაზრებს, რისი გათვალისწინებითაც 2024 წლის ბოლოს Wizz-მა ფლოტი უნდა გააორმაგოს, რაც 160 თვითმფრინავს შეადგენს.

პილოტებისა და სალონის ეკიპაჟის რეკრუტირების 400 სესია დღეიდან 2018 წლის ბოლომდე, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, 25-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდება. ავიაკომპანიის მიზანია, მოიზიდოს ამბიციური და ენთუზიასტი ადამიანები, რომელთაც აინტერესებთ ავიაცია და Wizz-ის პროფესიონალი გუნდის წევრობა სურთ.

#IamWIZZcrew კამპანიის ფარგლებში, კომპანია WIZZ Air-ში დასაქმების ნებისმიერი მსურველი მარტივად მიიღებს ინფორმაციას კომპანიისა და საავიაციო კარიერის შესახებ და დასაქმებულთაგან გაეცნობა პილოტისა და სალონის ეკიპაჟის სპეციფიკას. დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ, ნახონ სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებული ათასობით ფოტო თუ პოსტი, რომელიც ეკიპაჟის ენთუზიასტი წევრების საქმიანობას და ავიაციის მიმართ ინტერესს ასახავს.

მიმზიდველი კომპენსაციებისა და შეღავათების პაკეტთან ერთად, Wizz Air-ი პილოტებს მოქნილი სამუშაო განრიგის გარანტია აქვთ. პირველი ხარისხის ოფიცრებსა და კაპიტნებს აქვთ შესაძებლობა, Wizz-ის ფართო ქსელის 550-მდე მარშრუტით გადაადგილდნენ; განახორციელონ ფრენა 28 ოპერაციულ ბაზაზე, აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნის მასშტაბით. (პილოტების რეკრუტირების სესიები და ინფორმაცია იხილეთ აქ:https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/career/pilots#/)

ვიზზ-ის სალონის ეკიპაჟის გუნდის წარმატებული აპლიკანტები მონაწილეობას მიიღებენ განსაკუთრებულ ტრენინგებში, მოირგებენ ფორმას და საშუალება ექნებათ, საკუთარ ქალაქში ევროპის ყველაზე წარმატებული ავიაკომპანიისთვის იმუშაონ. ამასთან, ისინი თანამშრომლებისთვის არსებული სამგზავრო შემოთავაზებებითაც ისარგებლებენ. სალონის ეკიპაჟის სესიები და ინფორმაცია იხილეთ აქ: https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/career/cabin-crew-flight-attendant/#/)

საქართველოში Wizz Air-ის რეკრუტირების სესიები გაიმართება 6 ოქტომბერს, ქუთაისში, სასტუმრო Continental-ში. მეტი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად იხილეთ:http://ldd.tbe.taleo.net/ldd03/ats/careers/requisition.jsp?org=WIZZAIR&cws=1&rid=572

Wizz Air-ის მთავარი ფრენის ოპერაციების ოფიცერმა ჯოზეფ უჟელემ განაცხადა: Wizz Air-ი უკვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავიაკომპანიაა და კვლავ განაგრძობს ზრდას ბაზარზე წამყვანი პოზიციის მოსაპოვებლად. ჩვენი ფლოტის მინიმუმ 2-ჯერ გაფართოება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი, რაც ჩვენი ამჟამინდელი თუ მომავალი თანამშრომლების შესაძლებლობების არეალს ზრდის. მათ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიაში კარიერული წინსვლის საშუალება აქვთ. Wizz Air-ი ამაყობს თავისი საუკეთესო ხარისხის ეკიპაჟით, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს, და რომელიც, ამავდროულად, სარგებლობს განსაკუთრებული ტრენინგებით, კარიერული შესაძლებლობებით, თანამედროვე ფორმებით; ისინი იღებენ კარგ სამუშაო გარემოში ყოფნის დასამახსოვრებელ გამოცდილებას. ჩვენი თანამშრომლები Wizz-ის წარმატების ძირითადი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და შთაბეჭდილებები მათ, ვისაც Wizz-ის გუნდის წევრობა სურს. სწორედ ამიტომ შეიქმნა #IamWIZZcrew კამპანიაც. ჩვენ გვსურს გუნდის გაფართოება, რაც 1,300 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც საავიაციო კარიერაში თავის დამკვირდების სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღონ ფრენისა თუ სალონის

Share