Home » ეკონომიკა » წინასწარი მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 24 %-ით გაიზარდა
წინასწარი მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 24 %-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 24 %-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 24 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9104 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1512 მლნ აშშ დოლარი იყო (8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7592 მლნ აშშ დოლარი (34 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-სექტემბერში 6080 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5194 მლნ აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლებია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

Share