Home » ფინანსები » წინასწარი მონაცემებით 2015 წელს ქვეყანაში მილიარდ 351 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა
წინასწარი მონაცემებით 2015 წელს ქვეყანაში მილიარდ 351 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა

წინასწარი მონაცემებით 2015 წელს ქვეყანაში მილიარდ 351 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა

2015 წელს ქვეყანაში მილიარდ 351 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2015 წელს შემოსული ინვესტიციები 6% ით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. 2014 წელს ქვეყანაში მილიარდ 758 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.  სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა 452 მილიონი, გაერთიანებული სამეფო 198 მილიონი და ნიდერლანდები 111 მილიონი. სამი უმსხვილესი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 63 პროცენტი შეადგინა. სექტორების მიხედვით კი  ყველაზე მეტი  594 მილიონი დოლარის ინვესტიცია ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაში,191 მილიონი საფინანსო სექტორში და 129 მილიონი მშენებლობაში ჩაიდო. კომპანიების ტოპ ათეული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ასეთია:

1. ბი-ფი ჯგუფი

2 . სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი

3 . სს ბიჯეო ჯგუფი

4 . შპს CBD Development

5 . აიდიეს ბორჯომი (შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი)

6 . შპს აჭარისწყალი ჯორჯია

7.  შპს ტავ ურბან საქართველო

8.  სს ნენსკრა ჰიდრო

9 . შპს რუსთავის აზოტი

10 . შპს ბათუმი თაუერი

Share