Home » ფინანსები » წინასაარჩევნოდ პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 25 449 079 ლარის ხარჯი გასწიეს
წინასაარჩევნოდ პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 25 449 079 ლარის ხარჯი გასწიეს

წინასაარჩევნოდ პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 25 449 079 ლარის ხარჯი გასწიეს

წინასაარჩევნოდ, კონკრეტულად კი 8 ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 25 449 079 ლარის ხარჯი გასწიეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ყველაზე მეტი – 13 498 020 ლარი მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა.

3 219 058 ლარის ოდენობის ხარჯი გასწია პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც 2 134 515 ლარით მოსდევს „პატრიოტთა ალიანსი“ და 1 921 091 ლარით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

1 026,954 ლარს შეადგენს „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, 882 592 ლარს კი – „თავისუფალი დემოკრატების“ ხარჯები.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტების მიერ გაწეულ ხარჯებს, შემდეგნაირად გამოიყურება: „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ – 127 730 ლარი, „კონსერვატიული პარტია“ – 117 406 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – 445 250 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 428 564 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 307 388 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 285 163 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 944 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 137 ლარი, „ახალი მემარჯვენეები“ – 3 012 ლარი, „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 12 499 ლარი, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 423 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 1 534 ლარი, „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – 224 956 ლარი, სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ – 324 005 ლარი, „ქართული იდეა“ – 11 168 ლარი, „ენა, მამული, სარწმუნოება“ – 4 033 ლარი, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებიდან: ირაკლი შიხიაშვილი – 73 636 ლარი, ზურაბ ჩიქოვანი – 16 338 ლარი, ილია კოკაია – 166 427 ლარი, სალომე ზურაბიშვილი – 4 388 ლარი, ირაკლი პეტრიაშვილი – 28 332 ლარი, ცეზარ ჩოჩელი – 65 067 ლარი, არმაზ ახვლედიანი – 25 464 ლარი, დავით ჭანტურია – 92 979 ლარი.

20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.

Share