Home » ეკონომიკა » “წინა წელთან შედარებით ფასები ძირითადად იმპორტირებულ პროდუქტებზე გაიზარდა”
"წინა წელთან შედარებით ფასები ძირითადად იმ პროდუქტებზე გაიზარდა"

“წინა წელთან შედარებით ფასები ძირითადად იმპორტირებულ პროდუქტებზე გაიზარდა”

„წინა წელთან შედარებით ფასები ძირითადად იმ პროდუქტებზე გაიზარდა, რომლის შეძენაც დოლარში ხდება. როცა ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დევალვაცია 35% –ს აჭარბებს,რთულია დაიჭირო შემოტანილი პროდუქების ფასები.“

– მიაჩნია ანალიტიკოსს.

 ოქტომბერში ფასების ზრდა ძირითად ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქციაზე დაფიქსირდა, რაც თავის მხრივ ლარის დევალვაციით იყო განპირობებული. განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა.

2015 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 5,8% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ფასები ალკოჰოლზე და თამბაქოზე — 0,9%-ით გაიზარდა, სასურსათო საქონელზე და უალკოჰოლო სასმელებზე —4,1%-ით, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სფეროში — 6,5%-ით, და ჯანდაცვის სფეროში – 11,1%–ით, განათლების სფეროში — 4,3%-ით, კომუნალურ მომსახურეობაზე — 8,2%-ით და კავშირგაბმულობაზე 0,5%-ით.

 „წინა წელთან შედარებით ფასები ძირითადად იმ პროდუქტებზე გაიზარდა, რომლის შეძენაც დოლარში ხდება. როცა ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დევალვაცია 35% –ს აჭარბებს,რთულია დაიჭირო შემოტანილი პროდუქების ფასები.“

–მიაჩნია ანალიტიკოსს.

რაც შეეხება სატრანსპორტო სფეროში ფასის 1,1%-ით დაიწევას, პაატა ბაირახტარის აზრით ეს მსოფლიოში ნავთობზე ფასების კლებით არის განპირობებული.

საქართველოში ინფლაციის დონემ, 2015 წლის ოქტომბერში 2015 წლის სექტემბერთან შედარებით, 0,8% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასები ალკოჰოლსა და თამბაქოზე 0,1%-ით გაიზარდა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე — 0,0%-ით, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სფეროში — 2%-ით, ჯანდაცვის სფეროში — 2%-ით, განათლების სფეროში — 0,5%-ით, კომუნალურ მომსახურებაზე — 0,8%-ით.

ამავე დროს ფასები სატრანსპორტო მომსახურებაზე 0,8%-ით, კავშირგაბმულობის სფეროში — 0,1%-ით შემცირდა.

Sputnik საქართველო

Share