Home » მსოფლიო » WHO: AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის კავშირი არ არსებობს

WHO: AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის კავშირი არ არსებობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს  AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.  საექსპერტო ჯგუფმა შეისწავლა ინფორმაცია ზოგიერთ ადამიანში ვაქცინაციის შემდეგ თრომბის განვითარების შესახებ და განაცხადა, რომ ორ მოვლენას შორის მყარი კავშირი არ დამყარებულა, შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.

თრომბის განვითარების გამო ავსტრიაში, დანიაში, იტალიაში, ნორვეგიასა და ტაილანდში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს, თუმცა დროებით, ვიდრე იმუნიზაციასა და გარდაცვალების შემთხვევებს შორის კავშირი არ დადგინდებოდა.

თავის მხრივ, AstraZeneca 10 მილიონზე მეტი რეგისტრირებული აცრის შემთხვევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რომელიმე ასაკობრივ ჯგუფში ან ქვეყანაში ვაქცინა ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიისა და სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის მომატებულ რისკს არ შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ AstraZeneca/Oxford-ის პირველი 43 200 დოზა ქვეყანამ დღეს, 13 მარტის დილას მიიღო.

businessformula.ge

Share