Home » ბიზნესი » “წელს ყურძნის მოსავალს 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს”
"წელს ყურძნის მოსავალს 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს"

“წელს ყურძნის მოსავალს 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს”

ვაზი და ვენახი წმინდაა ქართველი კაცისთვის და ჩვენ განსაკუთრებულად ვზრუნავთ სწორედ მევენახეობაზე. ეს არის ჩვენი ფესვები, ჩვენი სამშობლოს სიძლიერე, სიმბოლო და ჩვენ ვალდებული ვართ, შევინახოთ, გავაგრძელოთ და შვილებს გადავცეთ მამა-პაპათა ტრადიციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა

„ჩვენ იმაზეც ვზრუნავთ, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის წარმოებაც შეეძლოს და შემოსავალიც შესაბამისი ჰქონდეს. წელს ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარი გავითვალისწინეთ, 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს წელს ყურძენს და მოსავალი არ დარჩება ჩაუბარებელი. ჩვენი განსაკუთრებული მიდგომა შედეგს გამოიღებს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული ღვინო თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით და საქართველო ღირსეულ კონკურენციასაც გაუწევს ცნობილ ქვეყნებს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უნიკალური ისტორიული და კულტურული ძეგლები, კახეთის ულამაზესი ბუნება, რა თქმა უნდა, მთა-თუშეთი უამრავ სტუმარსა და ტურისტს იზიდავს, მათ შორის, ღვინის ტურიზმის მოყვარულებსაც.

„ჩვენ ეს სიმდიდრე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩემო მეგობრებო, დღეს ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად ავამოძრაოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეს იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარების საფუძველი, ეს იქნება საფუძველი იმისათვის, რომ მივაღწიოთ ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. თქვენთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას! ჩვენ თქვენთან ერთად ავაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, სახელმწიფოს, სადაც ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე და ვერავინ გაბედავს დაუსჯელობის იმედით ბატონობას ადამიანებზე. მეგობრებო, 2012 წელს თქვენ “ქართული ოცნების” გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ამ არჩევნებშიც ჩვენ თქვენი გვერდში დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“,-მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე მისულ მოქალაქეებს.

Share