Home » ეკონომიკა » “წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ ვგეგმავთ”
" წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ ვგეგმავთ"

“წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ ვგეგმავთ”

ხელისუფლება წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ გეგმავს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, იანვარში ეკონომიკური ზრდა 0.8% იყო.
კითხვაზე, მივაღწევთ თუ არა წელს ეკონომიკის დაგეგმილ 3%-იან ზრდას, ფინანსთა მინისტრის თქმით, “არის მონახაზები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ და არა მარტო მივაღწიოთ ზრდის ამ მაჩვენებელს”.
,,მე გეტყვით, რომ დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 7.2%-ითაა გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ დარგში იყო ზრდა მაღალი, ზოგიერთში – შედარებით ნაკლები, ამიტომ ჩვენ გავაანალიზებთ ამ სიტუაციას, თუმცა წელს მაკროეკონომიკურ პროგნოზებს არ ვცვლით”, – განაცხადა ხადურმა.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]
Share