Home » ეკონომიკა » WB: საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელს შემცირების ტრენდი აქვს
WB: საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელს შემცირების ტრენდი აქვს

WB: საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელს შემცირების ტრენდი აქვს

მსოფლიო ბანკის კვლევით საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი ზედიზედ 4 წელია მცირდება.

ეკონომიკის მინისტრმა ბანკის კვლევა-  „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში“ წარადგინა, რომელიც 2010-2014 წლებს მოიცავს.

კვლევის თანახმად, 2014 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 32.3 (1.4 მლნ.) პროცენტია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2013 წელს 36 პროცენტს (1.6 მლნ-ს), 2012 წელს 42.5 პროცენტს (1.9 მლნ-ს), ხოლო 2011 წელს 44.8 პროცენტს (2.0 მლნ-ს) უტოლდებოდა.

დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნავს, რომ  2012 წელთან შედარებით 2014 წელს დაახლოებით 500,000-მა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს.

კვლევამ გამოავლინა, რომ 2010-2014 წლებში სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება 2010 წლამდე არსებული მდგომარეობისგან, როცა სოციალური ტრანსფერები თამაშობდა უფრო მნიშვნელოვან როლს სიღარიბის შემცირებაში.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მთავრობის პოლიტიკა, რომლის მიზანია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება მოსახლეობაში.

მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის შემცირების მამოძრავებელ ფაქტორებად დასახელდა – ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობა, სოფლის განვითარებაზე მეტი ყურადღება და  ფისკალური პოლიტიკის როლი.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება კვლავ გაგრძელდება შემდეგ  წლებშიც და 2018 წლისათვის 6.8 პროცენტული პუნქტით შემცირდება და სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი 25.5 პროცენტს გაუტოლდება.

წყარო: GBC

Share