Home » საზოგადოება » წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში ცვლილებები შედის
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში ცვლილებები შედის

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში ცვლილებები შედის

იმპორტიეორებს, მედიკამნეტების დარეგისტრირება, რაც აქამდე უვადო იყო, 5 წელში ერთხელ მოუწევთ

“წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში” ცვლილებები შედის. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები თანაბარ პირობებში მოაქცევს ბაზრის ყველა სუბიექტს, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობით ადგილობრივ მწარმოებლებს ვალდებულება აქვთ მედიკამენტები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დაარეგისტრირონ. ახალი კანონით კი ეს ვალდებულება იმპორტიორებსაც დაეკისრებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარინა დარახველიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებება ძალიან მნიშვნელოვანია და მომხმარებლების კიდევ უფრო მეტად დაცვისკენაა მიმართული.

“მწარმოებელი ხშრად თავისი მედიკამენტის რეგისტრაციის შემდეგ გარკვეულ ცვლიბებს ახორციელებს ამ მედიკამნეტის დოსიეში, რომელიც უვადო რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებელია რეგისტრაციის პროცედურებიდან და დაშვებებიდან გამომდინარე, შეიძლება ვერ მოაღწიოს კომპეტენტურ ორგანომდე. ძალიან მნიშენლოვანია გვქონდეს ინფორმაცია და ვადის შეცვლა მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ჩვენ, ჩვენი წესებით უფრო მეტად დავიცვათ მომხმარებელი”, – აცხადებს დარახველიძე.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, დღეისათვის 15 000-მდე დასახელების მედიკამენტია რეგისტრირებული, საიდანაც მეხუთედი ადგილობრივი წარმოებისაა.

მედიკამენტის რეგისტრაციის მოსაკრებლის ღირებულება 500 ლარს შეადგენს.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share