Home » ფინანსები » ,,ვფიქრობ, ინფლაცია დეკემბერ-იანვარში იქნება უფრო მეტი, ვიდრე დღეს, საშუალო ინფლაცია 9%, წლიური ინფლაცია 14-14.5%“

,,ვფიქრობ, ინფლაცია დეკემბერ-იანვარში იქნება უფრო მეტი, ვიდრე დღეს, საშუალო ინფლაცია 9%, წლიური ინფლაცია 14-14.5%“

,,როცა ასეთი შოკური ეფექტია, პროგნოზის გაკეთებაც კი რთულია. ვფიქრობ, საშუალო ინფლაცია 9% იქნება, წლიური ინფლაცია 14-14.5%“- ამის შესახებმ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ინფლაციის შემცირება 2022 წლის მარტიდან დაწყება.

,, მე ვფიქრობ, რომ ინფლაცია დეკემბერ-იანვარში იქნება უფრო მეტი ვიდრე დღეს. ეს გამოწვეულია საბაზო ეფექტით. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში სუბსიდირების ეფექტმა შეამცირა ინფლაციის მაჩვენებელი და წელს, რადგან გასული წლის ბაზა დაბალია და სუბსიდია უკვე მოხსნილია გვაქვს ეს მოლოდინი.

ეს არ არის ახალი, რაც სუბსიდირება მოიხსნა (კომუნალურებზე და ფქვილზე) მას შემდეგ, ჩვენ ამას ვამბობთ. მარტიდან კი მაჩვენებელმა უნდა დაიწყოს შემცირება. ჩვენ, არ ველოდებით, რომ წლის ბოლოსთვის თვიური ინფლაცია იქნება მაღალი, მაგრამ წლიური ინფლაცია, დიდი ალბათობით, უფრო მაღალი იქნება დღევანდელზე.

როცა ასეთი, უპრეცენდენტო შოკური ეფექტია, პროგნოზის გაკეთებაც კი რთულია. ვფიქრობ, საშუალო ინფლაცია 9% იქნება, წლიური ინფლაცია 14-14.5% იქნება. შეიძლება იყოს მეტიც და ნაკლებიც. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პანდემიაზე ყველაზე მეტად, ასევე ნავთობის ფასზე მსოფლიო ბაზარზე“- განაცხადა გვენეტაძემ .

წამყვანის კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ინფლაცია მიზნობრივთან უფრო ახლოს ყოფილიყო, გვენეტაძე ამბობს, რომ ერთადერთი გზა რეფინანსირების კიდევ მეტად ზრდა იქნებოდა.

,,იმ შემთხვევაში, ინფლაცია უფრო დაბალი რომ გვქონოდა, რეფინანსირების განაკვეთი უნდა ყოფილიყო 18-20% რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა საერთოდ ჩაკვდებოდა“- განაცხადა კობა გვენეტაძემ ,,საქმეში“.

შეგახსენებთ, 2021 წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.

Bpn.ge

Share