Home » ახალი ამბები » „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების 29.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა

„ვოლვო ქარსის“ გაყიდვების 29.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა

თებერვალში „ვოლვო ქარსის“ მსოფლიო გაყიდვების მაჩვენებელი კვლავ მაღალი იყო, რის შემდეგაც კომპანიამ წლის პირველ ორ თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით  29.1%-იანი ზრდა აჩვენა.

ამ პერიოდის განმავლობაში მთლიანმა გაყიდვებმა 110,383 ავტომობილი შეადგინა, რის შემდეგაც აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა. თებერვლის თვისთვის, „ვოლვო ქარს“-მა სულ 50,795 ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 27,8%-ით მეტია და კომპანიის ყველა დროის გაყიდვების თებერვლის თვის საუკეთესო მაჩვენებელია.

მისი დამუხტვადი მოდელების სრულად ელექტრო ან დამუხტვადი ჰიბრიდული ძალური აგრეგატების მქონე Recharge საავტომობილო ხაზის პოპულარობა მომხმარებლებში იზრდებოდა და თებერვალში მთელ მსოფლიოში გაყიდული ვოლვოს ავტომობილების 26,6%-ს მიაღწია. ევროპაში Recharge ავტომობილები მთლიანი გაყიდვების მოცულობის 44%-ს წარმოადგენდა.

რეგიონალური გაყიდვების დეტალური ჩაშლა მოცემულია ქვემოთ:

თებერვალი იანვარი-თებერვალი
2020 2021 ცვლილება 2020 2021 ცვლილება
ევროპა 23,442 23,927 2.1% 46,252 48,784 5.5%
ჩინეთი 1,205 10,083 736.8.% 11,220 29,243 160.6%
აშშ 7,841 9,164 16.9% 13,998 17,315 23.7%
სხვა 7,254 7,621 5.1% 14,024 15,041 7.3%
სულ 39,742 50,795 27.8% 85,494 110,383 29.1%

 

თებერვალში, XC40 იყო ყველაზე გაყიდვადი მოდელი, რომლის გაყიდვებმა 15,818 ავტომობილი შეადგინა (2020: 10,266), მას მოჰყვებოდა XC60 მთლიანად 14,463 გაყიდული ავტომობილით (9,774 ერთეული) და Volvo XC90   6,808 ავტომობილით (4,852 ერთეული).

 

Share