Home » მსოფლიო » ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მომავალში ევროპის ლიდერი გახდება

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მომავალში ევროპის ლიდერი გახდება

სტენფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მომავალში ევროპის ლიდერი გახდება.

„ამერიკული ოცნება მთელ მსოფლიოში ცნობილია, თუმცა ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ. ოცნების დრო არ გვაქვს. არ გვაქვს ოცნება. ჩვენ უკრაინული მიზანი გვაქვს. ჩვენს ხალხს ვაბრუნებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყირიმი და დონბასი დავიბრუნოთ. უკრაინა ძლიერი და წარმატებული იქნება. უკრაინა ევროპის ლიდერი იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

1-ელ სექტემბერს თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება.

„უკრაინასა და აშშ-ს ერთნაირი ღირებულებები აქვთ. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის აგრესიის წინაშე. აშშ ასევე მხარს უჭერს უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

imedinews.ge

Share