წარმოგიდგენთ, Volkswagen-ის ახალ ჰიბრიდულ ჯიპს, რომელიც გამოირჩევა სისწრაფით, ეფექტურობით და უამრავი ტექნოლოგიური სიახლით.
ეს ახალი ჰიბრიდული მოდელი, კომპანიამ გასულ კვირას წარმოადგინა პეკინის ავტო შოუზე, სადაც ხაზი გაესვა ავტომობილის ყველა თვისებას.
მანქანას შეუძლია საათში 139 მილის დაფარვა, აქვს ფართო ცხვირი, LED განათება.
უკანა მხარე კვერცხის ფორმის დიზაინითაა შექმნილი.
გაზისა და ელექტროენერგიის კომბინირებული საწვავი ეკონომიურია და ძალა მიეწოდება ოთხივე საბურავს.
კომფორტული და ტევადი სალონი, 15 ინჩიანი ეკრანით.
ეკრანი შეგიძლიათ აკონტროლოთ ხმით, შეხებით და ჟესტიკულაციით.
უკან დიდი მოცულობის ფართი ყველანაირი ნივთის მოსათავსებლად, ოჯახისთვის ნამდვილად გამოსადეგია.
წყარო: wom.ge