Home » საზოგადოება » “ვმუშაობთ, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიდრე კერძოთი”
"ვმუშაობთ, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიდრე კერძოთი"

“ვმუშაობთ, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიდრე კერძოთი”

ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

 

“ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული პროექტები, მათ შორის არის თბილისის ავტობუსები. 7 მილიონიანი გრანტი იქნა გამოყოფილი ევროკავშირის მხირდან თბილისში აღნიშნული ავტობუსების დასაფინანსებლად. დღეს, ჩვენ ვხედავთ ქალაქში ამ ავტობუსებს, ამ ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება. საბოლოო ჯამში მხოლოდ აღნიშნული ავტობუსები 143 ერთეულს შეადგენს. ეს დაგვეხმარება ქალაქში უკეთესი ტრანსპორტის სქემის შექმნისათვის და იმისათვის, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიდრე კერძო ტრანსპორტით, რაც საბოლოო ჯამში აისახება როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე დანაზოგებზე, რომელიც მოქალაქეებს ექნებათ. დეტალურად განვიხილეთ ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მექანიზმები, მათ შორის ბათუმში ელექტროავტობუსების შეძენის შესაძლებლობები, ასევე ევროკავშირის საგრანტო თანამონაწილეობა აღნიშნულ პროექტში” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Share