Home » მსოფლიო » ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩავიტარე. ვაქცინა ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, როგორც მათმა მთავარსარდალმა გავიკეთე.

Oxford / AstraZeneca-ს იმავე ვაქცინით, რომელიც ინდოეთიდან შემოვიდა და რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა მიიღო. ვაქცინა მოგვცემს საშუალებას კვლავ შეზღუდვების გარეშე ვიცხოვროთ,“- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

Share