Home » მსოფლიო » ვლადიმერ პუტინი: რუსეთში ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება აუცილებელია

ვლადიმერ პუტინი: რუსეთში ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება აუცილებელია

“ვაქცინაციის ტემპი უნდა დაჩქარდეს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყანაში ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა და ხალხი ძალიან მძიმედ განიცდის ამ ეპიდემიას, მთავრობის ყველა ორგანოს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა.

”ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა. ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხების  კვალიფიციურად ახსნაა საჭირო”, – აღნიშნა მან.

რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, რომელმაც ვლადიმერ პუტინის ნათქვამის საპასუხოდ განაცხადა, მათი მიზანია 1 ნოემბრისთვის ქვეყნის მოსახლეობის 80% იყოს აცრილი.

ამჟამად რუსეთში 33,6 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 22,6 მილიონმა მიიღო ორივე დოზა. ვიცე-პრემიერ გოლიკოვას თქმით, 80% -იანი მიზნის მისაღწევად, ივლის-სექტემბერში 67 მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება ქვეყანაში მოსახლეობის აცრის მიზნით.

ამ დროისთვის, რუსეთში 100 ათასი მოსახლეზე ვაქცინირებული რაოდენობით ლიდეროს კრასნოდარის მხარე, შემდეგ მოსკოვი, ტულა, როსტოვი, ლიპეცკი, სმოლენსკის რეგიონები, კაკასის რესპუბლიკა, მორდოვია, ადიღეა და ჩეჩნეთის რესპუბლიკა.

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, მიხეილ მურაშკოს განაცხადებით, ზაფხულის დასაწყისში დაინფიცირების სიხშირე შემცირდა. მურაშკოს მონაცემებით, 890 ათასი ადამიანი დაავადებულია კორონავირუსით. ეს ორჯერ მეტია, რაც საოპერაციო შტაბის სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარეობს.

იგი იუწყება, რომ 6.03 მილიონი გამოვლენილი შემთხვევიდან, 5.404 მილიონი გამოჯანმრთელებული და 150.7 ათასი გარდაცვლილი ადამიანი. ამრიგად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა უნდა იყოს 476 ათასი.

სანდრო პირველი

Share