Home » საზოგადოება » VIVUS-ი აფბას: ჩვენ კანონს არ ვარღვევთ
VIVUS-ი აფბას: ჩვენ კანონს არ ვარღვევთ

VIVUS-ი აფბას: ჩვენ კანონს არ ვარღვევთ

“არ უარვყოფთ იმას, რომ საბანკო სესხებისგან განსხვავებით უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები გვაქვს”

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების რეგულაციების მოთხოვნით, კამპანიას იწყებს. ასოციაციის აზრით, ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსი, ფორმები და მასშტაბები, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაპირობა გახდეს.

„აიპრესი“ კომპანია „ვივუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს გურამ შეროზიას დაუკავშირდა, როგორც ის აცხადებს მათი სესხების საპროცენტო განაკვეთი ნამდვილად მაღალია, თუმცა იგი უარყოფს აფბა-ს ბრალდებას შანტაჟზე და რაიმე სახის კანონდარღვევაზე.

– ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციამ (აფბა) გუშინ პრესკონფერენცია გამართა და თქვენ მოსახლეობის ძარცვაში დაგდოთ ბრალი. აცხადებენ, რომ თქვენი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1000%-ს აღწევს. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?

– ჩვენი სესხების საპროცენტო განაკვეთები, ბუნებრივია, მაღალია, ვიდრე საბანკო სესხების. იპოთეკური სესხი, რომელიც არის ბინით უზრუნველყოფილი, არის 10 წლიანი ან 15 წლიანი, ბუნებრივია იქნება განსხვავებული თვიანი სესხისგან, რომელიც გაიცემა ძალიან მოკლე დროში და რომელიც არის სწრაფი, არის კომფორტული, არ სჭირდება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წადგენა. ამის შემდეგ, მომხმარებლის არჩევანია ისარგებლებს დროებითი ვადით ჩვენი სესხხებით თუ მიმართავს ბანკს უფრო გრძელვადიანი სესხით, პირობები არის აბსოლიტურად გამჭირვალე და ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი ინფორმირებულია მეასედი პროცეტის თაობაზეც კი და ის იღებს გადაწყვეტილებას ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანუ თუ მას აქვს სურვილი და თანახმაა იმ პროცენტზე, რომელ პროცენტშიც იღებს თანხას, ამის შემდეგ ის ახორციელებს სესხის აღებას, ანუ არავითარი მოტყუება, არავითარი ფარული დანახარჯები, მე ამას ვსაუბრობ Vivus.ge-ის შემთხვევაში, რადგან არ ვიცი სხვა მსგავსი ტიპის კომპანიების შიდა პროცედურა, მომხმარებელი არის ყველაფრის შესახებ ინფორმირებული წინასწარ, თუმცა არ უარვყოფთ იმას, რომ საბანკო სესხებისგან განსხვავებით უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები გვაქვს.

– გადანაშაულებენ, რომ ვალის ამოღების დროს თქვენ იყენებთ შანტაჟს, მუქარას და მესამე პირს გადასცემთ ინფორმაციას თქვენი მოვალეების შესახებ, რაც კანონით აკრძალულია. მათ მოიყვანეს თქვენი ორგანიზაციის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილი მუქარის მესიჯები. რას უპასუხებთ ამაზე?

– მუქარის მესიჯებსა და შანტაჟზე ვერ ვისაუბრებ. შანტაჟი უკვე არის კანონდარღვევა, რომელმა კომპანიამაც არ უნდა დაარღვიოს კანონი მას მოეთხოვება პასუხი. ბუნებრივია, ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, თუმცა თუ ისინი ამტკიცებენ, რომ შანტაჟს, მუქარას და სხვა არაკანონიერ გზებს ჰქონდა ადგილი კი ბატონო, მოგვმართონ ფაქტებით. ჩვენი იურიდიული სამსახური უპასუხებს შესაბამისად. მე მარკეტინგის წარმომადგენელი მაგაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება.

– ასოციაციაში ამბობენ, რომ vivus-ი და მსგავსი ორგანიზაციები ამძიმებთ სოციალურ ფონს, აკოტრებთ ოჯახებს და პიროვნული ტრაგედიების მიზეზი ხდებით. რას იტყვით ამ ბრალდებებზე?

– პიროვნულ ტრაგედიამდე მიყვანასთან დაკავშირებით, ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ არ გვიფიქსირდება ჩვენ მსგავსი ფაქტი. რაც შეეხება ამოღების სქემას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ნებისმიერი მსგავსი საფინანსო ორგანიზაცია შეძლებდა თავისი სესხის უკან დაბრუნებას. ბანკების მხრიდან ბუნებრივია ხდება მომხმარებლის ინფორმირება რა შესაძლო შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში თუ თანხას არ გადაიხდიან, ბანკები იდენტურად უკავშირდებიან და აფრთხილებენ იმ შესაძლო ზიანის, ჯარიმის შესახებ, რომელიც დაეკისრება, როცა თანხას აგვიანებს. მე რომ მეზობელს ვასესხო თანხა და მან გადახდა დამიგვიანოს მე ვზარალდები ამით, შესაბამისად, რაღაც ჯარიმა ამასთან დაკავშირებით არსებობს, ნებისმიერ ბანკში, არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან არსებობს ჯარიმები დაგვიანების შემთხვევაში.

წყარო: ipress.ge

Share