Home » საზოგადოება » ვიცე-მერები, სამსახურის უფროსები და გამგებლები სახლში მიდიან – კალაძემ შესაძლოა, ლექვინაძე და მაქაცარია დატოვოს
ვიცე-მერები, სამსახურის უფროსები და გამგებლები სახლში მიდიან - კალაძემ შესაძლოა, ლექვინაძე და მაქაცარია დატოვოს

ვიცე-მერები, სამსახურის უფროსები და გამგებლები სახლში მიდიან – კალაძემ შესაძლოა, ლექვინაძე და მაქაცარია დატოვოს

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე ოფიციალურად მუშაობას ორშაბათს შეუდგება. ორშაბათსვე ცნობილი გახდება თბილისის მთავრობის შემადგენლობა. ,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, კალაძემ ნარმანიას მოადგილეებიდან თანამდებობაზე შესაძლოა მხოლოდ ერთი ირაკლი ლექვინაძე დატოვოს.

,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს, ლექვინაძის მომხრეები ცდილობენ კალაძის დარწმუნებას. რაც შეეხება ლაშა აბაშიძეს, გიგა ნიკოლეიშვილს, ნინა ხატისკაცს, ნატო ქიტიაშვილს, ისინი მერიას ნარმანიასთან ერთად დატოვებენ. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებიდან თანამდებობა შესაძლოა მხოლოდ ორმა შეინარჩუნოს.

კულტურის საქალაქოს სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ირაკლი ლაგვილავა. სამსახურების გარეშე რჩებიან: გივი კუბლაშვილი-კეთილმოწყობის სამსახური; მამუკა მუმლაძე-ტრანსპორტის სამსახური; გიორგი წერეთელი-ეკოლოგია და გამწვანება; გელა ჩივიაშვილი-ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; სოფო გიგანი-იურიდიული სამსახური; დავით მორალიშვილი-შესყიდვების სამსახური; ვალერი პაპიაშვილი-უსაფრთხოების სამსახური; გაიოზ თალაკვაძე – საფინანსო სამსახური; გიორგი უკლება-ზედამხედველობის სამსახური; კახაბერ გვანცელაძე-ეკონომიკური განვითარება;

,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, თამდებობებს დაკარგავენ სსიპებისა და აიპების ხელმძღვანელები. სამსახურიდან დაითხოვენ საბავშვო ბაგა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას. თანამდებობებს თბილისის 10 რაიონის გამგებლიდან 7 დაკარგავს. არსებული ინფორმაციით, თანამდებობა შეიძლება შეინარჩუნოს კრწანისის გამგებელმა – გიორგი კოპალეიშვილმა, ნაძალადევის გამგებელმა – ირაკლი ხელაძემ, დიდუბის რაიონის გამგებელმა-ირმა ზავრადაშვილმა.

რაც შეეხება კალაძის გუნდის, ოფიციალურად ის არის ცნობილი, რომ კალაძის ახალ გუნდში მისი ყოფილი მოადგილე მინისტრობის დროს ირაკლი ხმალაძე და გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე.

Share