Home » ახალი ამბები » ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება
ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება

ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება

ვითიბი ბანკი, პორშეს მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტოსესხით შეძენის მსურველებს სთავაზობს სპეციალურ ფასს და საჩუქრად გადასცემს საგზურს სტამბოლში პორშეს დაუვიწყარ ავტო-შოუზე – Porsche on Track.

საგზური მოიცავს:

• ორმხრივ ავიაბილეთს – თბილისი – სტამბოლი – თბილისი
• განთავსებას 2 ღამით 5 * სასტუმროში – Radisson Blu Tuzla
• საუზმესა და ვახშამს
• პორშეს შოუზე დასასწრებ ბილეთს
• ტრანსფერს აეროპორტიდან (ჩამოსვლისას და გამგზავრებისას)

აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად საჭიროა თანამონაწილეობა 20%-ის ოდენობით, სესხის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება მოქმედებს თებერვლის ბოლომდე.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

Share