Home » ფინანსები » „ვითიბი ბანკის“ ბარათის მფლობელებისთვის Garmin Pay ხელმისაწვდომი გახდა
„ვითიბი ბანკის“ ბარათის მფლობელებისთვის Garmin Pay ხელმისაწვდომი გახდა

„ვითიბი ბანკის“ ბარათის მფლობელებისთვის Garmin Pay ხელმისაწვდომი გახდა

„ვითიბი ბანკის“ ბარათის მფლობელებისთვის Garmin Pay ხელმისაწვდომი გახდა

„ვითიბი ბანკის“ ბარათის მფლობელებისთვის Garmin Pay უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი ბანკი“ ავრცელებს.

Garmin Pay მუშაობს ნებისმიერი უკონტაქტო გადახდის ტერმინალზე. „Garmin Pay – არის საგადახდო სისტემა, რომლის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ „ვითიბი ბანკის“ Visa-ს ბარათი, iOS ან Android ოპერატიული სისტემის მქონე სმარტფონი და Garmin -ის სპორტული საათი. გადახდა, უკონტაქტოდ, საათის ტერმინალთან მიტანით ხორციელდება.

Garmin Pay მუშაობს ნებისმიერი უკონტაქტო გადახდის ტერმინალზე. იმისთვის, რომ გააქტიუროთ საგადახდო სისტემა საჭიროა: ტელეფონში ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Garmin Pay, დააკავშიროთ თქვენი ტელეფონი საათთან და ინსტრუქციის მიხედვით მიაბათ „ვითიბი ბანკის“ ბარათი.

გადახდისას უნდა შეხვიდეთ საათის მენიუში არსებულ საფულეში, შეიყვანოთ თქვენს მიერ დაყენებული პაროლი (დღის განამვლობაში მხოლოდ პირველი გადახდისას) და საათის ტერმინალთან მიახლოებით გადაიხადოთ მარტივად და უსაფრთხოდ.

Garmin Pay – ეს არის მარტივი და უსაფრთხო გაადახდის საშუალება აქტიური და სპორტული ადამიანებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

Share