Home » ახალი ამბები » ვითიბი ბანკი საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
ვითიბი ბანკი საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს

ვითიბი ბანკი საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს

ვითიბი ბანკი საკრედიტო ბარათზე – VTB  Credit Card -ზე აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც განაღდების საკომისიო ვითიბისა და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში 1% -ია (ეფექტური 8.71%-დან). საკრედიტო ბარათის საშეღავათო პერიოდი 55 დღეა, მის მთავარ უპირატსობას დაბალი საპროცენტო განაკვეთი და გადახდის მოქნილი პირობები წარმოადგენს. აქცია სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.

VTB Credit Card – ით სარგებლობა შეუძლიათ, 23 – 65 წლამდე პირებს. საკრედიტო ბართის აღება,  ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

 ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

Share