Home » ბიზნესი » „ვითიბი“ და „მგზავრები“ საზოგადოებას ერთობლივ პროექტს სთავაზობს

„ვითიბი“ და „მგზავრები“ საზოგადოებას ერთობლივ პროექტს სთავაზობს

„ვითიბის“ და „მგზავრებს“ საზოგადოებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთავაზება ეხება „მგზავრების“ და „ჰოუმმეიდის“ ერთობლივ პროექტს – „მგზავრების“ უბანი საგურამოში.

„დღეიდან, ნებისმიერი პირი, „ვითიბის“ გამარტივებული იპოთეკური სესხით, შეძლებს შეიძინოს სახლი საგურამოს კომპლექსში, განსაკუთრებულ ფასად – 59,000$-დან.

კომპლექსი მოიცავს: 5 ჰა დაცულ ტერიტორიას, 140 სახლს ინდივიდუალური ეზოთი, აუზს (20*25მ), საბავშვო აუზს, რესტორანს, სარეკრეაციო ზონას, საბავშვო გასართობ მოედნებს, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, პარკინგის ზონას. შეიძინეთ სახლი და იცხოვრეთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თბილისიდან 20 წუთში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share