Home » საზოგადოება » „ვითიბი ბანკი”, „BPN საქართველოსთან“ ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ბიზნეს ადმინისტრირებისა და დაგეგმარების სასწავლო კურსებს დააფინანსებს

„ვითიბი ბანკი”, „BPN საქართველოსთან“ ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ბიზნეს ადმინისტრირებისა და დაგეგმარების სასწავლო კურსებს დააფინანსებს

„ვითიბი” აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკსა და შვეიცარიულ ფონდ “BPN საქართველოს” შორის, გაფორმებული პარტნიორობის მემორანდუმის თანახმად, “ვითიბი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნეს ადმინისტრირებისა და დაგეგმარების კურსები დაფინანსდება.

ამის შესახებ ინფორმაციას “ვითიბი ბანკი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კურსის ხანგრძლივობა 3 წელია და იგი სრულად დაფინანსდება “ვითიბი ბანკისა” და “BPN საქართველოს” მიერ.

ამასთან, კონკურსის მთავარი კრიტერიუმია იყო “ვითიბი ბანკის” მომხმარებელი. პირველი 5 კანდიდატი შეირჩევა მარტივი და გამჭვირვალე კონკურსის მიხედვით, რომლის პირობები და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბანკის ვებგვედზე https://vtb.ge/ge/vtb_bpn

განაცხადები მიიღება 2021 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.

Share