Home » ფინანსები » „ვითიბი ბანკი“ აგრო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს

„ვითიბი ბანკი“ აგრო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს

„ვითიბი ბანკი” ინტენსიურად ავითარებს თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და კომპანიებთან, რითიც ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას. ამის შესახებ ნათქვამია „ვითიბი ბანკის“ ინფორმაციაში.

მათი ინფორმაციით, „ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში შპს „ჩერი.ჯე“-მ გორის სოფელ მეჯვრისხევში 10 ჰა ინტენსიური ტიპის ბლის ბაღი გააშენა, ბაღში იტალიური ჯიშის ნერგები გაშენდა.

როგორც ბანკში აღნიშნავენ, წლის ბოლომდე მოხდება ბაღში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობაც. მათივე განმარტებით, სრული მსხმოიარობის მიღწევის შემდეგ, ბაღის მოსავლიანობა 100-150 ტონას მიაღწევს.

„აღნიშნული სტარტაპ პროექტი, ფერმერისა და ბანკის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. მსესხებლის დაუღალავი შრომით და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გვჯერა ჩერი.ჯე ერთ-ერთ წარმატებულ ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბდება შიდა ქართლის რეგიონში.

ბანკი მუდმივად ჩართულია აგრო სექტორის განვითარებაში და ყოველთვის მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით. სწორედ ასეთი პარტნიორული თანამშრომლობა ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას“, – განაცხადა „ვითიბი ბანკის” აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.

Share