Home » საზოგადოება » “ვინც სტუდენტი ვერ გახდა, გული არ გაიტეხონ, რადგან ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა”
"ვინც სტუდენტი ვერ გახდა, გული არ გაიტეხონ, რადგან ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა"

“ვინც სტუდენტი ვერ გახდა, გული არ გაიტეხონ, რადგან ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა”

28 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლას შეუდგა და მინდა, მათ ვუსურვო, ის ცოდნა და ის უნარ-ჩვევები შეიძინონ, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მათ გამოადგებათ – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ძალიან ნათელი მომავალი გააჩნია.

“ცხოვრების დინამიკა იზრდება, პროფესიონალური მომზადების კუთხით გამოწვევები საკმაოდ კონკურენტულია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ახალგაზრდობა გვჭირდება, რომელიც ამ გამოწვევების გასამკლავებლად მომზადებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, რაც უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად დაყენებული იყო, ამ გამოწვევებს გაუმკლავდებიან. ასევე მინდა, ვინც ვერ მოხვდა, მათ ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ, რადგან ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა და ადამიანების წინ ასეთი შესაძლებლობები ყოველ წუთს, ყოველდღიურად ჩნდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ იმ ახალგაზრდას, რომელიც სტუდენტი ვერ გახდა, შესაძლებლობები ექნება, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Share