Home » ეკონომიკა » ვინ იქნებიან ჩართულები ღამის ეკონომიკაში – პროექტის პრეზენტაცია
ვინ იქნებიან ჩართულები ღამის ეკონომიკაში - პროექტის პრეზენტაცია

ვინ იქნებიან ჩართულები ღამის ეკონომიკაში – პროექტის პრეზენტაცია

ღამის ეკონომიკის აქტივობა თბილისში 20:00 საათიდან დაიწყება და დილამდე გაგრძელდება

“ღამის ეკონომიკის აქტივობა თბილისში 20:00 საათიდან დაიწყება და დილამდე გაგრძელდება”, – ამის შესახებ პროექტის “ღამის ეკონომიკის” ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში გაიზრდება გართობის, დასვენების, კულტურული ღონისძიებების რაოდენობა.

გვარჯალაძე აქვე განმარტავს, რომ ღამის ეკონომიკა არ იქნება მოწყვეტილი დღის განმავლობაში მოქმედ ეკონომიკურ აქტივობებს.

“ღამის ეკონომიკის კომპონენტები – ეს არის ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, ხმაურის რეგულირება, რაც სერიოზული გამოწვევა იქნება ჩვენთვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქალაქია, კულტურული აქტივობები, უამრავი კულტურული აქტივობა, რომელიც დღეს უკვე არსებობს ქალაქში, მაგრამ მას კოორდინირება სჭირდება, უბნების რეგენერაცია.

კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია ღამის ეკონომიკა. ჩვენ ბოლო 1 თვის მანძილზე შევისწავლეთ ფაქტიურად ყველა დიდი ქალაქის კონცეფცია, რომელიც ღამის ეკონომიკაშია ჩართული, და უამრავი კოუნიკაცია გვქონდა სხვადასხვა წარმომადგენელთან.

ლონდონი, ბერლინი, პარიზი, მადრიდი, ბარსელონა, ამსტერდამი, ტორონტო, ციურიხი, სიდნეი, ტოკიო, ვილნიუსი, ეს არის დიდი ქალაქები, სადაც ღამის ეკონომიკაა განვითრებული,  მაგრამ ღამის ეკონომიკაში ჩართულია უამრავი პატარა ქალაქიც”, – აღნიშნა სერგი გვარჯალაძემ.

ვინ არის ჩართული ღამის ეკონომიკაში: “ტრანსპორტის და კომუნიკაციის სექტორი; სასტუმროები და რესტორნები; ტურიზმის სექტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი იქნება ღამის ეკონომიკაში;  კულტურისა და კრეატიული ინდუსტრია; სპორტის ინდუსტრია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის შეიძლება ცოტა უცხო იყოს ეს, მაგრამ არის შესაძლებელი, რომ სპორტული ღონისძიებები ღამის პერიოდშ იყოს, განსაკუთრებით ზაფხულში;  ვაჭრობის სექტორი.

გვარჯალაძე აქვე აცხადებს, რომ ღამის ეკონომიკა იქნება დამატებითი შემოსავალი როგორც მოქალაქეებისათვის, ისე ქვეყნის ბიუჯეტისათვის.

Share