Home » საზოგადოება » ვინ გააკონტროლებს და რა საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ საჯარო სივრცეში თამბაქოს მწეველებს
ვინ გააკონტროლებს და რა საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ საჯარო სივრცეში თამბაქოს მწეველებს

ვინ გააკონტროლებს და რა საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ საჯარო სივრცეში თამბაქოს მწეველებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით  მიიღო კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს მოწევას კრძალავს ყველა სივრცეში გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმროსი.

რა იქნება ის საჯარიმო სანქციები, რომლებიც შესაბამისი კანონის დამრღვევთ დაეკისრებათ?

„იმ ცვლილებების სია საკმაოდ გრძელია, რომელიც ამ თვალსაზრისით შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ჯარიმები იწყება 20 ლარიდან და მთავრდება 5 ათასი ლარით. 20 ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირი, მაგალითად, მეტროპოლიტენში მოწევისთვის. სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ფიზიკური პირი მოწევისთვის 50 ლარით დაჯარიმდება. სულ სხვა სისტემა იმოქმედებს ორგანიზაციების შემთხვევაში, სადაც ჯარიმა 500 ლარის ოდენობით იქნება. ჯარიმა რეკლამის სფეროში, კერძოდ კოლოფის დიზანის დარღვევა კი 5 000 ლარით დაისჯება“ – აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლის, კახა ღვინიანიძე.

რაც შეეხება კონტროლს, ღვინიანიძის განცხადებით, კონტროლში საკმაოდ ბევრი უწყება იქნება ჩართული.

“საკმადო ბევრი უწყება მონაწილებს აღსრულების პროცესში. პირველ რიგში ეს არის შსს, რომელიც მოწევის დარღვევისთვის წესებს გააკონტროლებს. არის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც რეალიზაციის კუთხით გაატარებს მონიტორინგს. არის სექტორი დაწესებულებებიც, როგორიც არის ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სპეციფიკური დაწესებულებები. რეკლამის საკიტხები კომუნაკაციების კონტროლის ეროვნული კომისიის კონტროლის ქვეშ მოექცევა” – აცხადებს ღვინიანიძე.

 

კონსტანტინე პირველი

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

Share