Home » ბიზნესი » ვინ აშენებს ნამახვანჰესს – ინფორმაცია ENKA-ს შესახებ

ვინ აშენებს ნამახვანჰესს – ინფორმაცია ENKA-ს შესახებ

ვინ აშენებს ნამახვანჰესს – ინფორმაცია ENKA-ს შესახებ

რომელ ქვეყნებში აქვს კომპანია ENKA-ს მსხვილი პროექტები

1957 წლიდან ENKA გლობალური მასშტაბით საქმიანობს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინჟინერია, ენერგეტიკა, მშენებლობა, უძრავი ქონება და ვაჭრობა.

ENKA, მის ჯგუფში შემავალ კომპანიებთან ერთად, მსოფლიოს 46 ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს და მისი პორტფელი მოიცავს 125 ლოკალურ და 500 საერთაშორისო პროექტს, სადაც დასაქმებული ყავს 25000-ზე მეტი თანამშრომელი.

1982 წლიდან კომპანია დასახელებულია მსოფლიოს 100 საუკეთესო კონტრაქტორთა შორის (ჟურნალ Engineering News-Record, ENR-ის მონაცემით).

ENKA არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ქვეკონტრაქტორია. ქვეყანამ სწორედ მას ანდო ამერიკის საელჩოების მშენებლობა 26 ქვეყანაში, რაც კომპანიის მიმართ ნდობის მკაფიო გამოხატულებაა.

ENKA-სა და ამერიკული General Electrics კონსორციუმით განხორციელდა არაერთი პროექტი დასავლეთ აზიის ქვეყნებში.

დსთ-ს სივრცეში კომპანია ENKA ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია- ყაზახეთის Tengizchevroil (ერთობლივი საწარმო ამერიკული გიგანტების Chevron და ExxonMobil მონაწილეობით). ასევე კომპანიას მსხვილი ბიზნესები აქვს რუსეთშიც.

საქართველოში ENKA 2014-2018 წლებში იყო BP-ს გენერალური კონტრაქტორი სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტში (SCPx).

კომპანია შედის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მდგრადობისა და ESG (გარემო, სოციალური და მმართველობის) ინდექსებში, როგორებიცაა Dow Jones Sustainability Index-სა და FTSE4Good Index. ENKA ასევე არის გლობალური შეთანხმების ხელმომწერი და მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს გაეროს გლობალურ დღის წესრიგში, მდგრადი განვითარების სტრატეგიის მიმართულებით. ENKA წარმოდგენლია სტამბულის საფონდო ბირჟაზე.

 

 

 

Share