Home » ბლოგი » ვინ არის “ტროას ცხენი” ევროკავშირისთვის – პუტინს მერკელთან შეხვედრაზე “ხელებში კოზირი” ეჭირა
ვინ არის "ტროას ცხენი" ევროკავშირისთვის - პუტინს მერკელთან შეხვედრაზე "ხელებში კოზირი" ეჭირა

ვინ არის “ტროას ცხენი” ევროკავშირისთვის – პუტინს მერკელთან შეხვედრაზე “ხელებში კოზირი” ეჭირა

როგორც გერმანული გამოცემა Salzburger Nachrichten-ი წერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბერლინში ანგელა მერკელთან მოლაპარაკებაზე “ხელებში კოზირით” ჩავიდა. როგორც გამოცემა წერს, შეხვედრაზე იმსჯელეს რუსეთის ფედერაცისს გეოპოლიიკურ წარმატებებსა და ევროპაში პრორუსული ალიანსის შესაძლო გამოჩენაზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიაში პირველად ჩავიდა 2016 წლის შემდეგ. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინს ზურგს უმაგრებს რამდენიმე გეოპოლიტიკური წარმატებული ნაბიჯი. პირველ რიგში, რუსეთს აქვს გავლენა ჩინეთზე, რაც რეგიონში გავლენის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა, მეორეს მხრივ კი ეს არის რუსეთის სამხედრო მდგომარეობა სირიაში, რითაც რუსეთის ფედერაციას აქვს საშუალება ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფერო ჰქონდეს და ამავდროულად აშშ-ს აჩვენოს ძალა.

ამავდროულად, მხოლოდ ჯარის წარმატება არ არის საკმარისი. რუსეთისთვის აუცილებელია ეკონომიკური კავშირების დამყარებაც. ამ მიზნის მისაღწევად, პუტინს აუცილებლად სჭირდება მერკელის მხარდაჭერა პროექტის “ჩრდილოეთის ნაკადი2” განსახორციელებლად. ამ პროექტის გარეშე რუსეთის ბიუჯეტი დამატებითი შემოსავლების მიღების კუთხით დიდი რისკის ქვეშაა.

Salzburger Nachrichten-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანიაში მერკელთან შეხვედრაზე “ხელში კოზირით” იყო. ბერლინში მერკელთან შეხვედრამდე პუტინი იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში. ეს მერკელისთვის კი უნდა იყოს სიგნალი, რომ რუსეთს შეუძლია კარგი ურთიერთობის დამყარება ავსტრიის და ასევე, იტალიის მთავრობასთან. პრორუსული ალიანსი ევროპაში კი შესაძლოა გახდეს “ტროას ცხენი” ევროკავშირისთვის. ამასთან, ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, აშშ ხშირად მოუწოდებს გერმანიას რუსეთთან კავშირის შემცირებისკენ.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share