Home » საზოგადოება » ვინ არიან ძმები ლომთაძეები და რა კავშირი აქვთ რიონის მცველებთან?

ვინ არიან ძმები ლომთაძეები და რა კავშირი აქვთ რიონის მცველებთან?

რა აკავშირებს კანონიერ ქურდ რომან ლომთაძეს „მუსუსას“ რიონის ხეობის მიტინგთან?

„კანონიერი ქურდი“ რომან ლომთაძე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს და ის არაერთხელაა ნასამრთლევი. მას ქურდულ სამყაროში „მუსუსას“ მეტსახელით იცნობენ. ის და მისი ძმა როლანდი, რიონის ხეობაში განსაკუთრებული გავლენით გამოირჩევიან. ისინი აქტიურად არიან ჩართული ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.

როგორც პროექტის ადგილობრივი მომხრეები ამბობენ, მათგან ხშირია მუქარა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჰესის აშენებას ემხრობიან. სწორედ ამიტომ, ადგილობრივ მოსახლეობას აზრის გამოთქმის დღემდე ეშინიათ.

მოსახლეობის ცხოვრებაში ძმები ლომთაძეების უხეში ჩარევა ძალიან ხშირია. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივმა მოსახლოებამ გადაწყვიტა, რომ თაფლი  „ენკასთვის“ მიეყიდა, შემდეგ კი ექსპორტზე გაეტანა.

ამბის გავრცელებისთანავე, საქმეში ძმები ლომთაძეები ჩაერთვნენ და მოსახლეობას კომპანიისათვის თაფლის მიყიდვა აუკრძალეს, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაემუქრნენ. საბოლოოდ, ადგილობრივებმა ჩუმად, ერთმანეთისგან დამალულად მაინც შეძლეს თაფლის გაყიდვა.

სწორედ ძმებ ლომთაძეებს უკავშირდებათ ტვიშის ღვინის ქარხნის გაყიდვა და დანგრევა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ჯერ საბჭოთა კავშირისდროინდელი ძვირფასი დანადგარები გაყიდეს, ხოლო დანარჩენი მასალა ჯართად ჩააბარეს. ადგილობრივ მოსახლოებას შეპირდნენ, რომ ისინიც მიიღებდნენ გაყიდული საქონელიდან ფულს, მაგრამ პირობა პირობად დარჩა და ქარხნით მხოლოდ ძმებმა იხეირეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, როლანდ ლომთაძე აქტიურად მონაწილეობს რიონის ხეობაში გამოცხადებულ ტენდერებში, რომლებშიც ყოველთვის ის იმარჯვებს, თუმცა მხოლოდ ფულს იღებს, პროექტებს კი აღარ ახორციელებს.

Share