Home » ახალი ამბები » ვილნიუსმა აჭარის დღეებს უმასპინძლა
ვილნიუსმა აჭარის დღეებს უმასპინძლა

ვილნიუსმა აჭარის დღეებს უმასპინძლა

 

ლიტვის დედაქალაქმა, ვილნიუსმა აჭარის დღეებს უმასპინძლა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩებში ქართული ცეკვების ფლეშმობი გაიმართა, სადაც ქართველმა და ლიტველმა ბავშვებმა სხვადასხვა ქართული ცეკვები შეასრულეს. ღონისძიების მეორე დღეს კი ვილნიუსის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას გაიმართა კონცერტი, სადაც მუსიკალურმა ანსამბლმა „ფერიცვალება“-მ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მწვერვალ“-მა მაყურებელს ქართული ფოლკლორი წარუდგინეს. კონცერტზე ლიტვაში პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა შორენა ჯანიაშვილმა შეასრულა ქართული სიმღერები. კონცერტის მსვლელობისას მაყურებლისთვის აჭარული ხაჭაპურის კულინარიული მასტერკლასიც გაიმართა.

ლიტვაში ჩატარებული „აჭარის დღეები“ დეპარტამენტის მიერ სხვა სამიზნე ქვეყნებში ჩატარებული იგივე ღონისძიებისგან ფორმატით განსხვავებული იყო. ამ შემთხვევაში ქართული ცეკვების, სიმღერისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ ვილნიუსის გარდა ასტანაში, თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში გამართა. ღონისძიებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

13340559_10207489634493431_862259932_o

13340485_10207489634333427_990219961_o

 

Share