Home » მსოფლიო » ვენის მცხოვრებლებს მაღაზიებში მხოლოდ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში შეუშვებენ

ვენის მცხოვრებლებს მაღაზიებში მხოლოდ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში შეუშვებენ

ავსტრიის ხელისუფლებამ ვენაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გაამკაცრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 7 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას მაღაზიებში შესასვლელად კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევს.

გამონაკლისს სუპერმარკეტები და აფთიაქები წარმოადგენენ. ახლა ვენაში ამ ტესტის წარდგენა მხოლოდ სილამაზის სალონებშია სავალდებულო.

გამკაცრდება პირბადის ტარების რეგულაციაც, კერძოდ, აღმოსავლეთ რეგიონების მოსახლეობას ნებისმიერ საჯარო სივრცეში რესპირატორების ტარება მოუწევს. რეგულაციები განსაკუთრებით სააღდგომო კვირის განმავლობაში გამკაცრდება.

ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას აჩერებს

 

Share