Home » საზოგადოება » ვენეტაძე – ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს
ვენეტაძე - ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს

ვენეტაძე – ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს

ეროვნული ბანკის ხელში არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება, რომ გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს. ჩვენ არ დავუშვებთ ინფლაციის ზრდას და შევინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას ქვეყანაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა.

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი მთავრობასთან კოორდინაციაში დგამს ნაბიჯებს და მიმდინარე ანგარიში გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ლარის დინამიკა პოზიტიური იქნება.

„გაუფასურების ტალღა, რომელიც დღეს გვაქვს, ბოლო გაუფასურება დაახლოებით ივნისის შემდეგ დაიწყო. პროცესს თან სდევდა ტურისტული შემოსავლების შემცირება. რადგანაც კურსი ასრულებს ავტომატური სტაბილიზატორის როლს, მოხდა კურსის კორექტირება. ექსპორტი იზრდება, იმპორტის ზრდა დაბალია, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მოლოდინი იყო, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის დინამიკა იქნება პოზიტიური. ჩვენ მთავრობასთან ძალიან კარგი კოორდინაცია გვაქვს. ვიღებთ იმ ზომებს, რომლებიც ჩვენი მხრიდანაა საჭირო. მთავრობაც იღებს იმ ზომებს, რომლებიც მის ხელშია. მომავალში დავაკვირდებით სიტუაციას და გავაგრძელებთ ზომების მიღებას ყველა იმ ინსტრუმენტების გამოყენების ჩათვლით, რომლებიც ჩვენს ხელშია. ეს იქნება რეზერვები თუ ასე შემდეგ“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

Share