Home » მსოფლიო » ვენესუელაში ინფლაციის დონემ თითქმის 3 000% შეადგინა

ვენესუელაში ინფლაციის დონემ თითქმის 3 000% შეადგინა

ვენესუელა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რასაც თან ახლავს ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და პირველადი საყოფაცხოვრებო საქონლის დეფიციტი. გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 4,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, მათი თითქმის 80% რეგიონის სახელმწიფოებში გადავიდა.

როგორც გამოცემა Finanz.ru წერს, 2021 წლის ოთხი თვის განმავლობაში ვენესუელაში ფასები 240%-ზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ ვენესუელის ფინანსური ობსერვატორია აცხადებს, რომელშიც შედიან პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი მთავრობის პოლიტიკური ოპონენტებიც.

”აპრილში ინფლაციამ 33.4% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 240.5%”, – ნათქვამია ორგანიზაციის Twitter-ის გვერდზე განთავსებულ შეტყობინებაში.

წლიური თვალსაზრისით, ვენესუელაში ფასების ზრდამ 2840% შეადგინა.

თებერვალში, ვენესუელას ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფლაციამ 2020 წელს შეადგინა 2,959,8%.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ვენესუელას ეკონომიკა 30% -ით შემცირდა. მაისის დასაწყისში პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გამოაცხადა მინიმალური ხელფასის გაზრდა თვეში 1,8-დან 7 მილიონ ბოლივამდე, რაც დღევანდელი გაცვლითი კურსით 2,5 აშშ დოლარის ექვივალენტია.

მადურუს ბრძანებულებამდე, ვენესუელაში კერძო და სახელმწიფო სექტორის მუშაკთა მინიმალური ხელფასი თვეში 64 ცენტს შეადგენდა.

სანდრო პირველი

 

Share