Home » ბიზნესი » ვებ საიტის დამზადება – რჩევები ეფექტური საიტის შექმნისთვის

ვებ საიტის დამზადება – რჩევები ეფექტური საიტის შექმნისთვის

ვებ საიტის დამზადება – რჩევები ეფექტური ბიზნეს საიტის შექმნისთვის

ვებ საიტის დამზადება

ვებ საიტის როლი თანამედროვე ბიზნესში საკმაოდ დიდია, ამიტომაც ვებ საიტის დამზადება ნებისმიერი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია.

არსებობენ კომპანიები, რომელთა ბიზნესის 100% ვებ საიტზეა დამოკიდებული: მაგ: ონლაინ მაღაზიები, ონლაინ სესხის გამცემი კომპანიები და ა.შ.

მიუხედავად ამისა, ბევრი კომპანია ეფექტიანად ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც კარგი ვებ საიტის ქონას მოყვება. შედეგად, მათი საიტები უფუნქციო და ნაკლები სარგებლის მომტანია.

გარდა უდიდესი უკუგებისა, რაც ვებ საიტებს მოაქვთ, ისინი ასევე მარკეტინგშიც თამაშობენ საკმაოდ დიდ როლს, კერძოდ თუ თქვენ არ გაქვთ ეფექტური ვებ საიტი, თქვენ არ გაქვთ ეფექტური მარკეტინგი, რომელიც ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

წინამდებარე სტატიაში საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, რომლებიც დაგეხმარებათ ვებ საიტის დამზადების პროცესის ეფექტურად წარმართვისკენ:

1.სწორი მიზნის დასახვა

სანამ ვებ-საიტის დამზადებას დაიწყებდეთ, განსაზღვრეთ თქვენი მიზნები „ რისთვის გჭირდებათ ვებ-საიტი“? მეტი მომხმარებლის მოსაზიდად, ბრენდირებისთვის, კლიენტების ინფორმირებისათვის და ა.შ.

საიტის ზოგადი მიზნის განსაზღვრის შემდგომ, თქვენ საშუალება გექნებათ ამ მიზნის მისაღწევი ეფექტური ნაბიჯები დასახოთ და ბევრად უფრო ეფექტურად განახორციელოთ ისინი.

2.მომხმარებლის მოზიდვა ვებ საიტზე

ეფექტური ვებ-საიტის შექმნა, მხოლოდ ნახევარი საქმეა, მთავარი მაინც მომხმარებელთა მოზიდვაა ამ საიტზე.

თანამედროვე რეალობაში აღნიშნულის განხორციელების ყველაზე ეფექტური საშუალება, მაინც SEO ოპტიმიზაცია და კონტენტ მარკეტინგია.

SEO არის იმ ტექნიკური ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას აძლევს ეფექტურ კონტენტს მოიზიდოს მომხმარებელი.

3.მობილური სტრატეგია

მობილური ძიების პროცენტულობა ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად Google-მა და სხვა წამყვანმა ინტერნეტ გიგანტებმა მობილურ სივრცეს განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია თქვენი ვებ საიტი ადაპტირებული იყოს მობილური მოწყობილობების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში საძიებო სისტემები მას არ დაინდობენ.

გარდა ამისა უკვე ბევრი კომპანია გადავიდა მობილური აპლიკაციის დამზადება / განვითარების სტრატეგიაზე.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან გუგლის საძიებო სისტემა ნეგატიურად რეაგირებს ისეთ ვებ გვერდებზე, რომლებიც არ არიან თავსებადი მობილურ მოწყობილობებთან.

4.შეხედეთ თქვენ კონკურენტებს

სანამ ვებ საიტს შექმნით, შეხედეთ  თქვენს კონკურენტებს, შეისწავლეთ მათი საიტი და საქმიანობა.

შედეგად, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ მათ ვებ გვერდზე, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. დადებითს დანერგავთ თქვენს ვებ საიტზე, ხოლო უარყოფითს გაითვალისწინებთ.

რეკომენდირებულია მინიმუმ 10 კონკურენტის ვებ-საიტის შესწავლა.

5.სოციალური მედია

ვებ-საიტზე მომხმარებლის მოზიდვის ეფექტური საშალებაა სოციალური მედია პლატფორმები ისეთები, როგორიცაა Facebook,Instagram, Twitter და ა.შ.

აუცილებელია თქვენი ვებ საიტის ეფექტურად იყოს ინტეგრირებული სოციალურ მედიასთან, ამისათვის უნდა უზრუნველყოთ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, რათა მომხმარებელს შეეძლოს კონტენტის გაზიარება, მოწონება და რეკომენდაცია სხვა პირებისთვის.

Share