Home » საზოგადოება » ვაჟა-ფშაველაზე, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძეზე პარკირების ახალი სისტემა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება

ვაჟა-ფშაველაზე, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძეზე პარკირების ახალი სისტემა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება

1-ელი მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

კახა კალაძის თქმით, საბურთალოს რაიონში უკვე ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია დაგეგმილი ზონალურ-საათობრივი პარკირების შესახებ, ასევე, დაარეგისტრირონ თავიანთი ავტომობილები.

ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ავტომობილის გაჩერება უფასოა. ასევე, უფასოა ელექტრომობილებისთვის. მათ ქალაქის სხვადასხვა წერტილში შეუძლიათ გამოიყენონ ეს კონკრეტული საპარკინგე სივრცეები. გარდა ამისა, უფასოა A კარეგორიის ტაქსის მძღოლებისა და შშმ პირებისთვის, რომელთათვისაც სპეციალური ადგილები იქნება გამოყოფილი.

ზონალურ-საათობრივი პარკირების ღირებულება 1 საათით 1 ლარია.

ქალაქის მერის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება, ტარიფები რაიონების და ქუჩების მიხედვით განხვავებული იქნება.

თბილისში დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, აღნიშნული ცვლილებით კი, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება.

Share