Home » საზოგადოება » ვაჟა ბერიძე – პრობლემა გახარია არაა, პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ივანიშვილის გარეშე და არც პრონაციონალური კოალიცია, სააკაშვილით, ან მის გარეშე

ვაჟა ბერიძე – პრობლემა გახარია არაა, პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ივანიშვილის გარეშე და არც პრონაციონალური კოალიცია, სააკაშვილით, ან მის გარეშე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

ბატონო ვაჟა, მას შემდეგ რაცნაციონალებისდეპუტაცია პარლამენტში შევიდა შიდა პოლიტიკაც და პარლამენტის კედლებში გადასული პოლიტიკური ცხოვრება გაცილებით საინტერესო გახდა.

თუ ამ სურათს იმასაც დავამატებთ, რომ შემოდგომის არჩევნებამდე ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძის გამოჩენას უხმაუროდ არ ჩაუვლია, ცხადად დავინახავთ, რომ საშინაო პოლიტიკის ძირითადი აქტორების აქტივობებიც მრავალასპექტიანი გახდა.

იმედია მალე პარლამენტარებს მოსწყინდებათ პარლამენტში ოპოზიციის შესვლაარშესვლასთან დაკავშირებით თემებზე მსჯელობა და ქვეყნისა და ხალხის პრობლემებზე მეტად იმსჯელებენ. თქვენ როგორ შეაფასებდით შიდა პოლიტიკაში მომხდარ ცვლილებებს და იმ დინამიკას რომლითაც იგი ახლა ხასიათდება?

– „ვინც დიდხანს იცდიდა, კიდევ ცოტა ხანს მოიცდის“ – გაბრიელ გარსია მარკესის ეს სიტყვები არაჩვეულებრივად ესადაგება ჩვენს მდგომარეობას. სხვა გზა არ გვაქვს, – ცოტა ხანიც უნდა მოვითმინოთ. მერწმუნეთ, კულმინაცია უკვე იყო და მას მალე მოჰყვება კვანძის გახსნაც.

„ჯვარედინი ცეცხლი“, რომლითაც ხელისუფლება და ოპოზიცია შეხვდა გახარიას პოლიტიკაში გამოჩენას, გარწმუნებთ, თეთრი ბაირაღით არ დამთავრდება. ქართულ პოლიტიკაში თვისებრივი ძვრები ხდება და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.

ვითარება ცალსახად ფეთქებადსაშიშია. მისი სათავე „ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის მეორე ნახევრიდან მოდის. ივანიშვილმა საკმაოდ ჭრელი კოალიცია დაშალა, გაემიჯნა მმართველი ამორფული ერთობის პოლიტიკურ მდგენელს და მიზნად პოლიტიკის დეპოლიტიზაცია დაისახა. გარშემო თავისი თანაშემწეები შემოიჯარა და ქვეყნის ასე მართვას შეუდგა.

ვითარება ცალსახად ფეთქებადსაშიშია. მისი სათავე „ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის მეორე ნახევრიდან მოდის. ივანიშვილმა საკმაოდ ჭრელი კოალიცია დაშალა, გაემიჯნა მმართველი ამორფული ერთობის პოლიტიკურ მდგენელს და მიზნად პოლიტიკის დეპოლიტიზაცია დაისახა. გარშემო თავისი თანაშემწეები შემოიჯარა და ქვეყნის ასე მართვას შეუდგა

მე მაშინაც ვვარაუდობდი, რომ ეს ყველაფერი დიდი არეულობით და მოვლენათა ეპიცენტრის ქუჩაში გადანაცვლებით დასრულდებოდა. და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

ახლა პოლიტიკური ველის ორ მთავარ აქტორს ჰგონია, რომ გახარიამ არია კარტები და თუ მას გაანადგურებენ, გამარჯვება გარდუვალი იქნება. ასე ფიქრობენ ბიძინას მემკვიდრეები, მის მიერ ხელდასმული პოლიტიკოსებად და ასე ფიქრობს პრონაციონალური ოპოზიციაც. არადა, ორივე ცდება.

პრობლემა გახარია არ არის. პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა სამომავლოდ ხელისუფლებაში, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის გარეშე და არც პრონაციონალური კოალიცია, მიშა სააკაშვილით, ან მის გარეშე.

პრობლემა გახარია არ არის. პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა სამომავლოდ ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის გარეშე და არც პრონაციონალური კოალიცია, მიშა სააკაშვილით, ან მის გარეშე

აქვე, არც იმის უთქმელობა ეგების, რომ ამ ორი ძალის ალტერნატივად ქართული საზოგადოების უმეტესობა არც ლევან ვასაძეს მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ზემოხსენებული ორი ძალის ალტერნატივაა, ჯერ-ჯერობით არარეალურია, რომ იგი, მხარდამჭერებთან ერთად, იქცეს „ალტერნატივად საქართველოსთვის“.

არსებული კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ მგონია, ლევან ვასაძე და მისი მომხრეები შორს წავიდნენ, ვიდრე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში, ან „ნაციონალური ფრონტი“ საფრანგეთში. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, და ხილულ პერსპექტივაში. პოლიტიკურ მარათონში დაწინაურებულების ალტერნატივა, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, გიორგი გახარიაა.

გახარია იმ ელექტორატის უმეტესობის სიმპათიით სარგებლობს, რომელიც გაუცხოებულია ქვეყნის პოლიტიკური კლასისგან და ამ „ჯვარედინი ცეცხლის“ შემდეგ რომც დაეცეს ბრძოლის ველზე გახარია, ელექტორატი „ოცნებას“ და „ნაციონალებს“ მაინც არ გაყვება.

ახლა, ის ინფორმაციები, რომლებიც გახარიას რუსეთში ყოფნის პერიოდზე ბევრ მინიშნებას აკეთებს, ბუნებრივია, გადასამოწმებელია და დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ამას ქართული და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნების სპეცსამსახურები როგორმე მოახერხებენ შესაბამისი შედეგებით…

არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. გარდა იმისა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც ცესკოს დაკომპლექტების წესსაც გულისხმობს, პარლამენტმა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაზეც უნდა იზრუნოს.

შეთანხმებაზე მხარეებს შორის აზრთა ფუნდამენტური სხვადასხვაობა არ ტოვებს იმის განცდას, რომ სასამართლოსთან და თუნდაც ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მხარეები კონსენსუსის მიღწევას შეძლებენ.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველა 19 აპრილის შეთანხმებისსულისკვეთებაზესაუბრობს, რჩება შთაბეჭდილება, მიშელის შეთანხმების პუნქტები სწორედაც რომ მისი სულისკვეთების შესაბამისად არ და ვერ შესრულდება….

– დიახ, ასეა. თუმცა, იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტებიდან რომელიმეს უნდა შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტების შესრულება? – არამც და არამც. ეს შეთანხმება აღქმული იქნა, „ქართული ოცნების“ გამარჯვებად.

მმართველ ძალას აქვს რესურსი, რომ ფორმალურად 19 აპრილის შეთანხმება შესრულდეს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არ იქნება სრული კონსენსუსის შედეგი, მით უმეტეს მაშინ, როცა ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას არ უერთდება. აღარ უნდა ახლა ამას დავიდარაბა და მიეთ-მოეთი.

მმართველ ძალას აქვს რესურსი, რომ ფორმალურად 19 აპრილის შეთანხმება შესრულდეს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არ იქნება სრული კონსენსუსის შედეგი, მით უმეტეს მაშინ, როცა ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას არ უერთდება

ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა და ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმა ჯერ უნდა დააფიქსირონ თავიანთი დამოკიდებულება 19-21 ივნისის ამბების მიმართ. თუ ეს იყო პარლამენტში ძალადობრივი გზით შეჭრის და შტურმის ორგანიზება, ბუნებრივია, მისი ხელმძღვანელები და მონაწილენი, უნდა დაისაჯონ, აქციის იმ მონაწილეთა გარდა, ვინც ძალადობრივ შტურმში უშუალოდ არ იყო ჩართული.

ხოლო თუ ეს იყო კომუნისტ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმით გამოწვეული აღშფოთებული მოქალაქეების პროტესტი, რომელიც კანონის ფარგლებს არ გასცდენია და არსებითად ღირსების შელახვაზე მოქალაქეთა პასუხს წარმოადგენდა, მაშინ ამნისტიაც ყოვლად უსარგებლო, უადგილო და შეურაცხმყოფელია ქართული საზოგადოებისთვის.

ამის გარკვევის გარეშე ამნისტიაზე საუბარი შედეგს არ მოიტანს.

ჩვენ ამ შეთანხმების შესრულებაზე და ამნისტიაზე მსჯელობისას კარგად უნდა შევადაროთ ორი მსგავსი ფაქტი, რომელსაც მსოფლიოში ჰქონდა ადგილი. ერთი გახლდათ ტრამპის მომხრეების შეჭრა კონგრესის შენობაში და მეორე არჩევნების გაყალბებით აღშფოთებული მოქალაქეების სამთავრობო დაწესებულებების შენობებში შეჭრის მცდელობა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში.

თუ კონგრესის შენობის შტურმის რამდენიმე მონაწილე დაიღუპა და ბევრი მათგანი პასუხისგებაში მიეცა, ბელორუსში რომც აეღოთ სამთავრობო დაწესებულებები და დაერბიათ ისინი, არც ბელორუსული საზოგადოების უმრავლესობა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა პროტესტის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხს არც დააყენებდა, რამეთუ ისინი ლუკაშენკოს რეჟიმს ებრძვიან.

ამ განსხვავებების გააზრების გარეშე 20 ივნისის ღამის მოვლენების მონაწილეთა პასუხისმგებლობაზე საუბარი მხოლოდ უნიადაგო ალუზიებს იწვევს და უშედეგოა.

მას შემდეგ რაცნაციონალებიპარლამენტში შევიდნენ პარლამენტში გამართულმა დებატებმა ბევრი რამ დაგვანახვა.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბევრს ორატორული ხელოვნება დაუხვეწავს, ზოგს არტისტიზმი, ზოგი აგრძელებს ან თვალთმაქცობას, ან არტისტულად დემაგოგობას. თუმცა, ფაქტია, რომ აზრის მკაფიოდ გამოხატვა არავის დაეწუნება.

რადგან ნებისმიერ დინამიკას სხვადასხვაგვარად განვითარების პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს, კარგი იქნება თუ შევეცდებით დღევანდელი პოლიტიკური დინამიკის გათვალისწინებით არც ისე შორეული პერსპექტივის დანახვას.

გასაგებია, რომ ყველა პოლიტიკური ძალის ქცევა და გეგმები მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. ამ თვალსაზრისით არჩევნებამდე რა ამოცანები აქვს გადასაწყვეტი „ქართულ ოცნებას“ და როგორია ამ მოცემულობაში მისი ქცევა?

– უდავოდ, დღევანდელ პარლამენტში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, საკმაოდ მაღალი ინტელექტით და უნარებით. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მათ შორის, ბევრია პოლიტიკოსი.

დასავლური დიპლომიდან, ქართული აკადემიური ხარისხებიდან, რუსეთში და საქართველოში გაკეთებული წარმატებული ბიზნესებიდან, კარგად დაფინანსებული არასამთავრობოების სპიკერობიდან პოლიტიკამდე დიდი და მძიმე გზაა და იმედი მაქვს, რამდენიმე მათგანი მაინც გაივლის ამ გზას.

სხვათა შორის, პოლიტიკურ არენაზე ახლახანს გამოჩენილ გიორგი გახარიასაც ეხება ეს. რაც ხალხი, ის ქვეყანა. რაც ერი, ის ბერი. ამას იმათ გასაგონად ვამბობ, დღეს მეუფე იაკობის რადიკალური განცხადებები რომ ემცხეთათ.

რაც შეეხება „ოცნებას“, მისი მთავარი ამოცანა, ვფიქრობ, ერთ მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემაა – ამიერიდან და სამომავლოდ ქართველმა ხალხმა რატომ უნდა დაუჭიროს მას მხარი. იმიტომ, რომ სააკაშვილი და „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ? – ამ დილემას ყავლი გაუვიდა.

„ოცნების“ მთავარი ამოცანა, ვფიქრობ, ერთ მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემაა – ამიერიდან და სამომავლოდ ქართველმა ხალხმა რატომ უნდა დაუჭიროს მას მხარი. იმიტომ, რომ სააკაშვილი და „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ? – ამ დილემას ყავლი გაუვიდა

მთლიანობაში, საზოგადოებასთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენისკენ მოვუწოდებ, უწინარეს ყოვლისა. სახელისუფლო რესურსი და პარტიის აქტივი არც ერთი მომავალი არჩევნების მოსაგებად არ იქნება საკმარისი.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ გახარიაზე ივანიშვილის განცხადება სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი პოლიტიკაში დაბრუნება.

მმართველი გუნდი ამას უარყოფს, მაგრამ როგორც ჩანს, მართებულია მტკიცება, რომ სწორედქართული ოცნებისლიდერშიფის თხოვნით გააკეთა ივანიშვილმა გახარიაზე განცხადება.

აღმოჩნდება თუ არა გახარიაქართული ოცნებისთვისპრობლემა და ივანიშვილი ჩაერთვება თუ არაქართული ოცნებისსაარჩევნო კამპანიაში?

– უკაცრავად დამკვირვებელთა უმეტესობასთან, მაგრამ ნუთუ აქამდე ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან რეალურად დისტანცირებულია? როდესაც ქვეყანას მართავს მის მიერ დაფუძნებულ-დაფინანსებული პარტია, მთავრობა მისი დაკომპლექტებულია, შესაბამისად, ძალოვან სტრუქტურებსაც მისი კადრები ხელმძღვანელობენ, საინფორმაციო მხარდაჭერას ხელისფლებას მის მიერ დაფინანსებული მედია-საშუალებები უწევენ – ასეთ ვითარებაში პოლიტიკიდან გასვლა არარეალურია და ბლეფი.

მიუხედავად ივანიშვილის ძლევამოსილებისა და ეს ძლევამოსილება საქართველოთი ნამდვილად არ შემოიფარგლება, დიახ, მოცემულ მომენტში ივანიშვილი გარკვეულწილად მძევალია მის მიერ კონსტრუირებული სქემის და მთლიანობაში „ოცნების“ ლიდერშიფის.

მოცემულ მომენტში ივანიშვილი გარკვეულწილად მძევალია მის მიერ კონსტრუირებული სქემის და მთლიანობაში „ოცნების“ ლიდერშიფის

სხვათა შორის, გარკვეული გავლენა მასზე თვით გახარიასაც აქვს, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურ სამზარეულოში კარგადაა ჩახედული. გახარია „ქართული ოცნებისთვის“ უკვე პრობლემაა, თან სერიოზული პრობლემაა. თვითონ ივანიშვილი „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში, არც ამ, ადგილობრივ და არც სავარაუდოდ მომავალ ვადამდელ საპარლამენტოში, რა თქმა უნდა, არ ჩაერთვება.

რაც შეეხება ივანიშვილის და გახარიას რეალურ მიმართებას, მივიჩნევ, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია. პოლიტიკის ბევრი კვალიფიციური ანალიტიკოსი საწინააღმდეგოს ამტკიცებს და მათთან უკაცრავად ვიქნები, თუმცა რამდენადმე ჩაღრმავება რეალობაში, სხვა რამეს მეტყველებს.

მივიჩნევ, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია.

იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ კეზერაშვილი ის პიროვნებაა, ვისაც საქართველოსთან მიმართებაში ერთი პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ასე ჰაიჰარად მოეპრიანება. პარტიის შექმნას, მისი პოზიციონირების უზრუნველყოფას, სტრუქტურირებას და არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობას, რამდენი მილიონი დასჭირდება? განსაკუთრებით არენაზე ახლად გამოსულ პარტიას და მის ლიდერს?..

იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ კეზერაშვილს ისეთი სერიოზული ბიზნეს-ინტერესები ამოძრავებს საქართველოში, რომ რამდენიმე მილიონი, ვთქვათ ასე, თორემ ეს „რამდენიმე“ მინიმუმ 10-20 მილიონია, შეუძლია ამოიღოს ჯიბიდან და ალალბედზე გადააგდოს…

იქნებ ვინმე დაეჭვდეს, რომ რამდენადაც გახარიას რეალურად შეუძლია 43%-ს ქვემოთ ჩამოსწიოს „ქართული ოცნების“ შედეგი შემოდგომაზე და ვადამდელი დაინიშნოს, საცა პრონაციონალურ პოზიციას გამარჯვების შანსი აქვს, სააკაშვილს მის მიერ კონტროლირებადი ფინანსების მეშვეობით, რაც კეზერაშვილის დიდ ფულსაც მოიცავს, ერთი 5-10 მილიონის გადაგდება შეუძლია?..

ეს ანგარიში არარეალური მგონია და არ გამოვრიცხავ, რომ კეზერაშვილის გავლით გახარიას ფულს ბიძინა აძლევდეს. როგორ? – ამ კითხვას მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი თუ დასვამს.

ექსპრემიერმა გახარიამქართულ ოცნებაზეგანაცხადა – „გაურკვეველია ვინ არისოცნება“. „ოცნებამყველაფერი გააკეთა, რომ გუშინდელი დღე ყოფილიყო. „ოცნებასახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს პარტიულ ინტერესებს და გადასულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე“.

თქვენ რამდენად გაქვთ განცდა, რომ მმართველი გუნდი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პარტიულ ინტერესებს აყენებს და ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გადასული?

– ძალაუფლებამ მობეზრება არ იცის. ვინც პოლიტიკაშია, ან ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას, ან როცა არის, მაქსიმალურად შეეცდება, რაც შეიძლება დიდხანს ყოფნას ოლიმპზე. აქ „ოცნება“ და მისი ლიდერები სხვებისგან არაფრით გამოირჩევიან.

არ მგონია, რომელიმე პარტიის ინტერესები დღეს სახელმწიფო ინტერესებს ეჯახებოდეს და ასე, უბრალოდ, იმიტომ ხდება, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები არც იდეოლოგიურად და არც სტრუქტურულად ჩამოყალიბებულები არ არიან. განსაკუთრებით დღეს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ორგანიზაციები.

ძალაუფლების შენარჩუნებას „ოცნება“ ცდილობს და ეს კარგია. პერსპექტივაზე ხელჩაქნეული მმართველი ძალა პოლიტიკურ პროცესს სერიოზულად დააზიანებდა.

„ნაციონალებს“ ისევ ის ამოცანები აქვთ, რაც 2011-2012 წლებში ჰქონდათ. ისინი უნდა ეცადონ ნეიტრალური ველიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადაბირებას. პრინციპში, ეს ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრის, თუნდაც ყოფილის, ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში დადანაშაულება ძალიან მძიმე ბრალდებაა და არ შეიძლება ეს ბრალდება ჰაერში დარჩეს.

გახარიას გუნდმა ამ თემაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართა. გაქვთ მოლოდინი, რომ შოთაძის უწყება ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებს და არჩევნებამდე დაასრულებს?

– გამოძიებას უდავოდ დაიწყებს პროკურატურა, დასრულების კი რა მოგახსენოთ.

შეთქმულების თეორიების კი, ზოგადად, არ მჯერა. მით უმეტეს ისეთის, როგორიცაა სააკაშვილის და გახარიას შეთქმულება ბიძინას დასამხობად.

უბრალოდ, არასერიოზული ამბავი მგონია.

რადგან ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე მეტი მხარდამჭერინაციონალებსჰყავთ, სწორი იქნება, თუ საუბარს სწორედნაციონალებისპრობლემებზე საუბრით გავაგრძელებთ.

რა ტიპის ამოცანები აქვთ გადასაწყვეტი არჩევნებამდენაციონალებს“, როგორია მათი ქცევა და რა შანსები აქვთ, რომ მათივე გეგმები განახორციელონ?

– „ნაციონალებს“ ისევ ის ამოცანები აქვთ, რაც 2011-2012 წლებში ჰქონდათ. ისინი უნდა ეცადონ ნეიტრალური ველიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადაბირებას. პრინციპში, ეს ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

როგორც ჩანს, ოპოზიციას თბილისი მერის არჩევნებზე მაინც არ ეყოლება ერთი კანდიდატი და უკეთეს შემთხვევაში, რაც ასევე ძნელი წარმოსადგენია, მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერაზე დათანხმდებიან

თვითონ მიხეილ სააკაშვილს და მის კომპანიონებს არ სჯერათ, რომ მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის მეშვეობით ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლიათ.

მათი ტაქტიკა, ბოლო წლების განმავლობაში, მოვლენათა ეპიცენტრის ქუჩაში გადატანა, სიტუაციის დაძაბვა და რევოლუციური სცენარი იყო. ეს სერიოზული მცდელობა, რასაც „ნაციონალებმა“ დიდი ძალა და ენერგია შეალიეს, წარუმატებლად დასრულდა.

მათ ვერ შეძლეს ქუჩაში ხალხის კრიტიკული მასის მობილიზება. შიგადაშიგ ისინი კოალიციური მთავრობის იდეით ოპერირებენ პოლიტიკურ ველზე და სხვადასხვა კონფიგურაციას სთავაზობენ ამომრჩეველს. ამ ტაქტიკამაც აქამდე მათთვის შედეგი არ მოიტანა.

ძალიან ძნელია, მიხეილ სააკაშვილმა, ემიგრირებულმა უკრაინაში და სამართალში მიცემულმა, ნიკა მელიას დროშის ქვეშ, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, რესპუბლიკელები და სხვა უკიდურესად ამბიციური პოლიტიკოსები გააერთიანოს.

უკვე ცხადია, რომ ადგილობრივ არჩევნებზეც ვერ შეძლებს ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოსვლას. ეს არცაა გასაკვირი, მაგრამ ალბათ მალე ყველაზე აქტუალური თემა გახდება, იქნება თუ არა ნიკა მელია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი თბილისის მერობაზე.

ფაქტია, რომ თბილისის მერობის სერიოზული კანდიდატი ეყოლება მმართველ გუნდს კახა კალაძის სახით. ორივე მხარეს ესმის, რომ თბილისის მერობის არჩევნების შედეგებზე ბევრად იქნება დამოკიდებული 2021 არჩევნები რა ანგარიშით დასრულდება და მთავარია, ვის სასარგებლოდ.

ამ თვალსაზრისით, სავარაუდოდ, როგორ განვითრდება პროცესები ოპოზიციურ ფლანგზე?

– სავარაუდოდ, არა. ძნელი წარმოსადგენია, რომ მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას მხარდამჭერად ვიხილოთ. ან, მით უმეტეს, ალეკო ელისაშვილი, რომელმაც, სხვათა შორის, თბილისის მერის წინა არჩევნებში „ნაციონალების“ კანდიდატს დაახლოებით ხმათა 1 %-ით აჯობა.

კიდევ უფრო წარმოუდგენელია გიორგი ვაშაძის მიერ მელიას კანდიდატურის მხარდაჭერა. აღარაფერს ვამბობ გახარიაზე, ან მის მიერ დაყენებულ კანდიდატზე.

როგორც ჩანს, ოპოზიციას თბილისი მერის არჩევნებზე მაინც არ ეყოლება ერთი კანდიდატი და უკეთეს შემთხვევაში, რაც ასევე ძნელი წარმოსადგენია, მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერაზე დათანხმდებიან.

ვინც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აიღო გასულ არჩევნებზე, მას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ხელს არ აძლევს. შესაძლოა, იმდენიც ვერ აიღონ, რაც ახლა აქვთ

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ როცა პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, არა ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტში ახლა მყოფ ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდოდეს 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ აზრს საკმაოდ ბევრი მიზეზის გამო აქვს არსებობის უფლება, ასეც შეიძლება თქმაყველა ოპოზიციურ პარტიას არ გაუხარდება თუ 2021 წლის არჩევნებზექართული ოცნება“ 43%- ვერ აიღებს.

რომელი ოპოზიციური პარტიები იბრძოლებენ რეალურად იმისთვის, რომქართულმაოცნებამ“ 43% არ აიღოს, და რომელ პარტიებს ექნებათ ამ საკითხში ამომრჩევლისთვის არამკაფიო პოზიციები?

– რასაკვირველია. ვინც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აიღო გასულ არჩევნებზე, მას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ხელს არ აძლევს. შესაძლოა, იმდენიც ვერ აიღონ, რაც ახლა აქვთ.

„ლელოს“ აქვს რესურსი ზრდის და განვითარებისთვის. თუმცა, ვფიქრობ, პარტიული მშენებლობის მათი სტრატეგია და ტაქტიკა გადახედვას მოითხოვს

გარდა ამისა, არჩევნები დიდი რისკია. თან დიდი ხარჯიცაა და საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება პარლამენტში შესული პარტიების უმეტესობას გაუჭირდება.

ვიზეც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების“ თავის ტკივილი იქნება, ეს ბუნებრივია, „ნაცმოძრაობაა“. დანარჩენებიდან უმეტესობას ძნელია 2022 წელს უკეთესი შედეგის მიღწევის რესურსი ჰქონდეს. ცხადია, არასაპარლამენტო პარტიებზე ამას ვერ ვიტყვით.

ახალ რეალობაში რა ამოცანები აქვს გადასაწყვეტილელოს“, როგორია მისი ქცევა და რა შანსები აქვს მას, რომ შემოდგომის არჩევნებზე გაცილებით უკეთესი შედეგი ჰქონდეს, ვიდრე ჰქონდა 2020-ის არჩევნებზე?

– „ლელო“ ახალი პარტიაა და მისი სამიზნე არ უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგება, ან უკეთესი შედეგის ჩვენება. სტუქტურირება და პოზიციონირება ამ პარტიას არ აქვს დამთავრებული და მისთვის გაცილებით ხელსაყრელია დღევანდელ პარლამენტში არსებული კონიუნქტურის თავის სასარგებლოდ გამოყენება.

„ლელოს“ აქვს რესურსი ზრდის და განვითარებისთვის. თუმცა, ვფიქრობ, პარტიული მშენებლობის მათი სტრატეგია და ტაქტიკა გადახედვას მოითხოვს.

თუ გახარია უარს იტყვის მამუკა ხაზარაძესთან ტელე-ეთერში დაჯდომაზე, ცხადი გახდება, რომ მას საჯაროდ ბევრი რამის თქმა არ უნდა. საზოგადოება იმსახურებს, რომ იცოდეს, რატომ არ აშენდა ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი

ანაკლიის პორტის თემაზე სატელევიზიო დებატებმა ცხადი გახადა, რომ პრემიერ კვირიკაშვილის თანამდებობიდან გაშვების ნამდვილი მიზეზი მის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯები იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გახარია ივანიშვილზე საკმაოდ თავშეკავებულად საუბრობს, გახარია იძულებული იქნება ბევრ საკითხზე უფრო ღიად ისაუბროს. მაგალითად, იგივე ანაკლიის თემაზე. რადგან სწორედ მისი პრემიერობის დროს პრაქტიკულად ჩაიშალა ამ პროექტის რეალიზების იდეა.

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა – „გახარია, დამიჯექი პირდაპირ ეთერში და შენი სრული ლუსტრაცია მოხდება“. დარწმუნებული ვარ მამუკა ხაზარაძეს არა ერთი მცდელობა ექნება საჯაროდ ესაუბროს გახარიას ანაკლიის თემაზე.

უნდა დაუჯდეს თუ არა გახარია ხაზარაძეს ამ თემებზე სასაუბროდ და თუ არ დაუჯდა, მაშინ ჩვენ რა შეიძლება ვიფიქროთ?

– ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი პროექტია და მის შესახებ საზოგადოება სრულად უნდა იყოს ინფორმირებული. რა თქმა უნდა, გახარია-ხაზარაძის დებატი ამ თემაზე ძალიან საინტერესო იქნებოდა.

თუ გახარია უარს იტყვის მამუკა ხაზარაძესთან ტელე-ეთერში დაჯდომაზე, ცხადი გახდება, რომ მას საჯაროდ ბევრი რამის თქმა არ უნდა. საზოგადოება იმსახურებს, რომ იცოდეს, რატომ არ აშენდა ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი.

რამდენიმე კარგად განსწავლული, გონიერი და პერსპექტიული პოლიტიკოსი – პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, სერგო ჩიხლაძე, მესამე პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად საკმარისი არ არის

რა ამოცანები აქვს გადასაწყვეტისტრატეგია აღმაშენებელს“, როგორია მისი ქცევა, რომ შემოდგომის არჩევნებზე გაცილებით უკეთესი შედეგი ჰქონდეს, ვიდრე ჰქონდა 2020 წლის არჩევნებზე?

– „სტრატეგია აღმაშენებელს“ ამოცანა აქვს მაგრამ სტრატეგია არა. ამოცანა, ცხადია – გიორგი ვაშაძეს აქვს მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის ამბიცია.

ეს კარგი, სწორი, მაგრამ რთულად მისაღწევი ამოცანაა. თუმცა, როგორ უნდა იქნას იგი მიღწეული, ამის გზა და ეტაპები არ ჩანს.

თავად ვაშაძე გონიერი, მიზანსწრაფული და ენერგიული პოლიტიკოსია, მაგრამ ქარიზმა აკლია, რაც მოკავშირეების მოძიებით და შემოკრებით უნდა იქნას კომპენსირებული. საამისოდ კი ადამიანური რესურსი ამ პარტიაში არ ჩანს.

რამდენიმე კარგად განსწავლული, გონიერი და პერსპექტიული პოლიტიკოსი – პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, სერგო ჩიხლაძე, მესამე პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად საკმარისი არ არის.

ხალხი საქართველოში უკვე 30 წელია გაძევებულია პოლიტიკიდან და უკეთეს შემთხვევაში შეთავაზებული პოლიტიკური ძალისა თუ პერსონალიების მიმართ თანხმობის და კვერის დაკვრის ფუნქცია თუ შემორჩენია

შემოდგომაზე, ვფიქრობ, პარტიას დაახლოებით იგივე შედეგი ექნება, თუმცა, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში 2022 წელს, თუ ვაშაძე სტრატეგიის ეფექტიან პროგრამად ტრანსფორმირებას შეძლებს, შედეგიც უკეთესი ექნება.

ისევე როგორც ჩვენ, ძირითადი პარტიების ამომრჩევლებიც ადევნებენ თვალს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს. ვხედავთ სოციალური მოთხოვნებით რეგიონებში ხალხის აქტიურობას. აღარაფერს ვამბობ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მრავალთვიან აქტიურობაზე.

სხვათა შორის, გუშინ გავრცელდა ცნობები, რომ პრემიერმა ნამახვანჰესის პროექტის პირობებში ცვლილებები შეიტანა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ ასე თუ ისე, ხალხის ხმა გაიგონა. რამდენად გაიგონა ამას დრო გვიჩვენებს.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ შიდა პოლიტიკაში მოვლენათა განვითარებით ამომრჩევლების საკმაოდ დიდ რაოდენობას პოლიტიკოსებზე ხელი კი აქვთ ჩაქნეული.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ აღიქვამს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა?

– ხელისუფლების ვალი ის კი არ არის, რომ ხალხის ხმა გაიგონოს, ხალხმა უნდა მართოს ქვეყანა მის მიერ არჩეული პოლიტიკური სუბიექტების და ინდივიდების მეშვეობით.

ხალხი საქართველოში უკვე 30 წელია გაძევებულია პოლიტიკიდან და უკეთეს შემთხვევაში შეთავაზებული პოლიტიკური ძალისა თუ პერსონალიების მიმართ თანხმობის და კვერის დაკვრის ფუნქცია თუ შემორჩენია.

ის რაც საშინაო პოლიტიკაში ხდება, მათ შორის ბევრი გაუგებრობა ხალხის პოლიტიკიდან გაძევების შედეგია

რახან ჩაითვალა მავანთა მიერ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნებში ხალხმა არასწორი არჩევანი გააკეთა, ყველაფერი პუტჩით დამთავრდა და ხალხი გაძევებულ იქნა პოლიტიკიდან.

იმ კატაკლიზმებს თავისი მრავალასპექტიანი წინაპირობები ჰქონდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად გადატრიალება შეცდომა იყო. მიუღებელია დღეს ხალხის დისტანცირება პოლიტიკის კეთების პროცესიდან. სოციოლოგია გაყალბებული, მედია რეალობის მრუდე სარკე – ასეთი ვითარება უპერსპექტივოა.

საერთოდ, ხალხის გაწევა, გაგდება პოლიტიკიდან, მით უმეტეს, დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე ქვეყანაში, კარგს არაფერს მოიტანს. არც რადიკალების და პოპულისტების იგნორირება ივარგებს.

მათ შორის ბევრი გულწრფელი პატრიოტი და თავდადებული მოქალაქეა. მათი პროტესტის იგნორირება შესაძლოა, ცუდად დამთავრდეს – ქვეყნის განვითარების ვექტორის შეცვლით ან სამოქალაქო დაპირისპირებით.

რა თქმა უნდა, ჰესები უნდა აშენდეს, მცირეც და დიდიც, ოღონდ ქვეყნისთვის და ხალხისთვის მისაღები ხელშეკრულებების და პროექტების საფუძველზე და ამისთვის საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს დედაქალაქის პარალიზების სურვილი არ უნდა უჩნდებოდეთ.

ვარლამ გოლეთიანი და მისი თანამოაზრეები პარლამენტში უნდა იცავდნენ ხალხის და ქვეყნის ინტერესებს და არა ქუჩაში და კლდე-ღრეში. მათ რომ პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ, ესაა პრობლემა. და ამას მოჰყვება ბევრი გაუგებრობა.

თითქოსდა დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე ქვეყანა ვართ, მაგრამ მთელი ამ აურზაურის განმავლობაში „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არც ერთ საერთო ეროვნულ მაუწყებელზე ორი მხარის, ორი ხედვის, ორი პოზიციის წარმოჩენით ერთი დისკუსიაც არ გამართულა, არადა ეთერები ათასგვარ სისულელეებზე პოლემიკითაა გაჯერებული.

სიამოვნებით მოვუსმენდი „ენ-კას“ ქართველი დირექტორის მერაბ ლომინაძის და ვარლამ გოლეთიანის დებატს, რომელიმე წამყვან არხზე. და თუ ამას ავტორიტეტული, ობიექტური, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიც დაერთვებოდა, ჩვენ დავინახავდით, რას უჭერს ქართული საზოგადოება მხარს, რომელ მიდგომას, არა ჰესებს, თუ კი ჰესებს სწორი და მართალი პროექტით.

ის რაც საშინაო პოლიტიკაში ხდება, მათ შორის ბევრი გაუგებრობა ხალხის პოლიტიკიდან გაძევების შედეგია. თუმცა, არის მეორე უკიდურესობაც, რომელიც არც საქართველოშია გამორიცხული, არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში, ჩვენს სამეზობლოში.

ოცდახუთი წელი მართავდა ეგვიპტეს ხოსნი მუბარაქი. „ძმები მუსლიმანები“ დევნილები, არენიდან გაძევებულები და ციხეებში გამოკეტილები თავის საათს ელოდნენ. როგორც კი დაჰბერა „არაბული გაზაფხულის“ ნიავმა ქუჩებში გამოვიდნენ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, თავიანთი კერპი – მუჰამედ ნურსი, პრეზიდენტად დასვეს.

ეგვიპტელი ხალხი დიდი ხიფათის წინაშე აღმოჩნდა, საშინაო და საგარეო საფრთხეების პირისპირ. მოხდა ქვეყანაში გადატრიალება და გენერალი ალ-სისი ჩაუდგა ქვეყანას სათავეში… ასეა, ხელისუფლებიდან გაძევებული ხალხი საბოლოოდ მაინც მოდის ხელისუფლებაში, მაინც ამბობს თავის სიტყვას და ეს ყოველთვის არ შეესატყვისება ქვეყნის საუკეთესო ეროვნულ ინტერესებს.

 

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

Share