Home » საზოგადოება » ვარჯიშისას ზოგიერთ ტრენაჟორზე პირბადის მოხსნა აიკრძალება

ვარჯიშისას ზოგიერთ ტრენაჟორზე პირბადის მოხსნა აიკრძალება

15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. განახლდა რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლის დაცვითაც მოუწევს ობიექტებს საქმიანობის განახლება. ვარჯიშისას ზოგიერთ ტრენაჟორზე პირბადის მოხსნა აიკრძალება. რეკომენდაციების თანახმად, ტრენაჟორების დარბაზში შესაბამი წესების დაცვა იქნება სავალდებულო:

  1. სავარჯიშო დარბაზის ყოველ 6 კვ. მეტრ ფართობზე დაიშვება 1 ვიზიტორი;
  2. გასახდელები გამოიყენება მხოლოდ პირადი ნივთებისთვის;
  3. პირებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ საკუთარი რეკვიზიტები: გასახდომი ქამრები, ხელთათმანები და ა.შ. ;
  4. ყველა პირი ვალდებული იქნება კლუბში შესვლისას და კლუბში ყოფნისას ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა მაღალი ინტენსიური (კარდიო ვარჯიშები, ანაერობული ვარჯიშები, ფიქსირებული მძიმე წონების ვარჯიშები ჰამერზე, სხვა მაღალინტენსიური აქტივობა) ვარჯიშების შესრულებისა.

ამასთან, როგორც შემუშავებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, ტრენაჟორები და კარდიოტრენაჟორები იმგვარად უნდა იყო განთავსებული, რომ მათ შორის იყოს 2 მ-იანი დისტანცია დაცული, ხოლო თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება ტრენაჟორები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს, დამცავი ტიხრებით/ბარიერებით.

იმ შემთხვევაში კი თუ დისტანციის დაცვა და ბარიერით გამოყოფაც ვერ ხერხდება, მაშინ ინვენტარი უნდა დაილუქოს.

Share