Home » მსოფლიო » ვაქცინის გლობალურ გადანაწილებაში დისბალანსი შოკისმომგვრელია – ჯანმოს დირექტორი

ვაქცინის გლობალურ გადანაწილებაში დისბალანსი შოკისმომგვრელია – ჯანმოს დირექტორი

ვაქცინის გლობალურ გადანაწილებაში დისბალანსი შოკისმომგვრელია, – აცხადებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში და მდიდარ ქვეყნებს კოვაქსის ცენტრის დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

ჟენევაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოესი 100 დღის განმავლობაში, ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყენაში უნდა დაიწყოს.

„მსოფლიოს მასშტაბით, 700 მილიონი დოზა ვაქცინა უკვე ჩაშვებულია, მაგრამ მისი 87% მდიდარ ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში გადანაწილდა. აღნიშნულ ქვეყნებში, ვაქცინა თითქმის ყოველმა მე-4 მოქალაქემ მიიღო, ღარიბ ქვეყნებში კი, 500-დან ერთ მოქალაქეს გაუკეთდა. დისბალანსი მეტისმეტად დიდია” – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ჯანმო მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს

Share