Home » საზოგადოება » ვაქცინაციის​​​​​​​ წახალისების 200-ლარიანი პროგრამა იანვარშიც გრძელდება

ვაქცინაციის​​​​​​​ წახალისების 200-ლარიანი პროგრამა იანვარშიც გრძელდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის იანვარში გრძელდება. ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვაქცინირებულ პირს ავტომატურად ჩაერიცხება.

წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 881-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 577 637 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 919 367, გარდაიცვალა 14 311 პაციენტი.

Share