Home » ბიზნესი » ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები – პაატა ღაძაძე

ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები – პაატა ღაძაძე

ქვეყანაში, როდესაც ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკაა, საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ ხვდები, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა.

„მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვითარება დრამატულად ცუდი არ არის. სახელმწიფოს მხრიდან ცეცხლის ჩამქრობ ვითარებაში ყოფნა და მართვა აღარ არის ადეკვატური, აღარ მუშაობს. დღეს მუშაობს სისტემური მიდგომა, წინასწარი ლოჯისტიკური მომზადება, არამარტო საკონტრაქტო გარიგებებთან დაკავშირებით, არამედ რა არის პრიორიტეტები.

მზადება მეორე და მესამე ტალღაზე აღარ არის, თითქოს ისეთი განწყობაა, რომ ყველაფერი დასრულდა და არც არაფერი შეიცვლება. ეს განწყობა არ შეესაბამება თანამედროვე მიდგომებს, რადგან უკვე მოდის სისტემური და პრევენციული ღონისძიებები სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი.

უფრო მეტად, ეს არის გასააზრებელი, ვიდრე ერთჯერადად საწოლფონდის შევსება, სასტუმროებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ასეთი ცეცხლის მქრობ სიტუაციაში ყოფნა.

საინვესტიციო გარემოზე სწორედ მოქმედებს ასეთი ქმედებები, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება პრევენციული და პრიორიტეტებზე ფოკუსირებული ღონისძიებები,“ – აცხადებს ღაძაძე.

business-partner.ge

Share