Home » საზოგადოება » ვახტანგ ზენაიშვილი – “ვირუსი”, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ამ საუკუნის აღმოჩენაა

ვახტანგ ზენაიშვილი – “ვირუსი”, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ამ საუკუნის აღმოჩენაა

“სახელმწიფოებმა შემთხვევით მიაგნეს ძალაუფლების გაფართოების და მასების მანიპულირების ერთობ ეფექტურ საშუალებას”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ ზენაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზენაიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ “კორონას ამბები” სადაცაა გაივლის, ჩამთავრდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. როგორც იტყვიან: ნეტარ არიან მორწმუნენი!
“ვირუსი”, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ამ საუკუნის აღმოჩენაა. სახელმწიფოებმა შემთხვევით მიაგნეს ძალაუფლების გაფართოების და მასების მანიპულირების ერთობ ეფექტურ საშუალებას. რასაც ძალაუფლება, დიქტატურით და სისხლის ფასად იღებდა, დღეს იგივე “კორონაისტერიით” მიიტაცა. შეიჭრა რა ჩვენი თავისუფლების სივრცეში, იოლად წაგვგვარა უფლებები, რომელიც აქამდე ჩვენი და განუსხვისებელი გვეგონა! 🙂
ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ სახელმწიფო ერთხელ მიტაცებულს, თავისი ნებით, უკან არ აბრუნებს!
ასე რომ, “კორონადიქტატურა” სხვადასხვა ვარიაციით მანამდე გაგრძელდება სანამ კაცობრიობა “სახელმწიფო მზრუნველობის” დამანგრეველ შედეგებს არ გააცნობიერებს.
დიდი ბრძოლები იქნება საჭირო!”, – წერს ვახტანგ ზენაიშვილი.
Share