Home » საზოგადოება » ვახტანგ ჭარაია: პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართული პროდუქციის ექსპორტსაც

ვახტანგ ჭარაია: პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართული პროდუქციის ექსპორტსაც

“პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართული პროდუქციის ექსპორტსაც”, – ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

„ზედიზედ მესამე თვეა საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა რიცხვს არ ჩამოსცილებია. 2021 წლის აპრილში, მაისში და ივნისში შესაბამისად 44.8, შემდეგ 25.8 და ბოლოს 18.7 პროცენტი დაფიქსირდა და მიუხედავად პირველი კვარტლის -4.5 პროცენტიანი ვარდნისა, წლის პირველი ორი კვარტლის საშუალო 12.7%-ს დაფიქსირდა.

პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართლი პროდუქციის ექსპორტსაც,“ – განაცხადა ჭარაიამ.

მან ასავე ეკონომიკაში კვლავ არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

„ჩვენს მთავარ გამოწვევად კვლავ კოვიდ-19 რჩება, რომელმაც წლის ბოლომდე შესაძლოა მნიშვნელოვნად დაგვაზიანოს თუ მის მიმართ შესაბამის სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ. დღეს ეკონომიკის წარმატება, ისევე როგორც შარშანაც, ჯანდაცვის ფრონტზე წყდება,“ – აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

Share